გინიჩუტლის ქართული წარწერა დაღესტნიდან

№ ECG377 📅 XIV 🌐 ka
XML

მოსახსენებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG377
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
ტოგო გუდავა, შაჰბან ჰაფიზოვი
დათარიღება · Dating
XIV

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
ზომები · Dimensions
17 × 24 × 4,5 cm
განლაგება · Layout
წარწერა რვასტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია ქვაზე, რომელსაც სწორკუთხედის ფორმა აქვს. ქვის ზედა ნაწილი სისქე-სიგანეში ოდნავ უფრო ვიწროა, ვიდრე ქვედა. ქვის წინა მხარის ზედაპირი (რომელზედაც წარწერაა გაკეთებული) საკმაოდ გლუვია, მას მარჯვენა ქვემოთ ნაწილი სიბრტყეზე ჩამომტვრეული აქვს. ქვის უკანა მხარე დაუმუშავებელია და ამიტომ ოღრო–ჩოღროა. გვერდით კიდეებს ატყვია თლის კვალი. ქვის წინა მხრის შუაში ღრმა ჩაღარვით გამოყვანილია ჯვარი. ჯვრის სიმაღლე 14,5 სმ, გარდიგარდმო ფრთის სიგრძე 9,4 სმ, სიგანე საშუალოდ 1,4-1,3 სმ.
დამწერლობა · Script
ამოღარული ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა

ადგილმდებარეობა · Location

გარემოებანი · Circumstances
წარწერა ნაპოვნია 1949 წლის შემოდგომაზე სოფელ ჰალაში ხუნზახის პლატოს სოფელს გინიჩუტლის ახლოს, სათიბი ადგილის მოწმენდის დროს. ჰალაში ამჟამად არავინ ცხოვრობს, იგი დიდი ხანია მიტოვებულია და ნასახლარებიღაა დარჩენილი. წარწერა ტოგო გუდავას გადასცა ხუნძახის საშუალო სკოლის მასწავლებელმა, მანსურ გაიდარბეკოვმა, 1950 წლის ივლისში.

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

(უა)რი ქ(რისტ)ჱსი
(ჳფალ)ო გ(ანუ)(უე)ნე ს(უ)ლსა
5ჩახუტისსა

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ႿႰႨ ႵჁ
ႱႨ
ႭႭ ႢႱႬႤ ႱႪ
5ႱႠ ႹႠ
ႾႳ
ႲႨ
ႱႱႠ

ქართული

ჯვარი ქრისტესი, უფალო, განუსვენე ჩახუტის სულს.

ქარაგმის ნიშანი წარწერაში მხოლოდ ერთხელაა გამოყენებული (Ⴍ`Ⴍ), ნიშნად ნახმარია მახვილი კუთხე. სხვაგან შემოკლებული სიტყვები უქარაგმოდაა დატოვებული (ႿႰႨ, ႵჁႱႨ, ႢႱႬႤ, ႱႪႱႠ). ენობრივი თვალსაზრისით წარწერა უჩვეულოს არაფერს შეიცავს, დაწერილია გამართული ქართულით. მასში მოხსენებულია საკუთარი სახელი ჩახუტი, რომლის სულის განსვენებასაც შესთხოვენ უფალს. გამომცემელი მიიჩნევს, რომ ამ საკუთარ სახელს დამატებითი კვლევა სჭირდება. იგი შესაძლებელია ქართული წარმოშობისა იყოს (-უტ დაბოლოებიანი). თუმცა სანამ ადგილობრივი (ხუნძური) ონომასტიკონი შესწავლილი არაა, გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია. წარწერის შინაარსი („განუსვენე სულსა“) ტოგო გუდავას აფიქრებინებს, რომ იგი საფლავის წარწერაა და, შესაძლოა, თავის დროზე ვინმე ჩახუტის სამარხზე ყოფილიყო დადგმული.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">

                        <!--  ჯ||რი ქჱ||სი||ო`ო გსნე სლ||სა, ჩა||ხუ||ტი||სსა, -->

                <ab>
                   <lb n="1"/><w lemma="ჯუარ"><expan><abbr>ჯ</abbr><ex>უა</ex>
                    <lb n="2" break="no"/><abbr>რი</abbr></expan></w>
                            <w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ჱ
                    <lb n="3" break="no"/>სი</abbr></expan></w>
                    <lb n="4"/><w lemma="უფალ"><expan><abbr>ო</abbr><ex>ჳფალ</ex><abbr>ო</abbr></expan></w>
                            <w lemma="განსუენება"><expan><abbr>გ</abbr><ex>ანუ</ex><abbr>ს</abbr><ex>უე</ex><abbr>ნე</abbr></expan></w>
                            <w lemma="სულ"><expan><abbr>ს</abbr><ex>უ</ex><abbr>ლ
                    <lb n="5" break="no"/>სა</abbr></expan></w>
                            <persName type="local" key="ჩახუტი">ჩა
                    <lb n="6" break="no"/>ხუ
                    <lb n="7" break="no"/>ტი
                    <lb n="8" break="no"/>სსა</persName>
                </ab>
               </div>