ჰოწატლის II წარწერა დაღესტნიდან

№ ECG380 🌐 ka
XML

სავედრებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG380
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
შაჰბან ჰაფიზოვი

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
ჯვარი
განლაგება · Layout
წარწერა ოთხსტრიქონიანია
დამწერლობა · Script
ამოღარული ნუსხური წარწერა

ადგილმდებარეობა · Location

აღმოჩენილია· Found
სოფ. ჰოწატლი, ხუნზახის რაიონი, დაღესტანი
გარემოებანი · Circumstances
სოფელ ჰოწატლში 1964 წელს მიაკვლიეს ქვის ჯვარს ქართული წარწერითურთ. ენათმეცნიერ ყაზბეგ მიქაილოვის 2014 წლის ზეპირი ცნობით, იგი ინახებოდა ჰოწატლელი ჰაჯიდადი ჰაჯიმირზაევთან, რომელსაც 1968 წელს უჩუქებია ყ. მიქაილოვისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს ჯვარი ჩაუბარებია დაღესტნის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების გამგისათვის ვ. კოტოვიჩისათვის. ენათმეცნიერ ბორის ატაევის პირად არქივში დაცული ფოტოსურათის მინაწერიდან (სურათის ავტორია ყ. მიქაილოვი) ირკვევა, რომ ფოტოსურათი გადაღებულია 1964 წელს ჰოწატლის სკოლის მუზეუმში, ხოლო ცნობები ჯვრის შესახებ ჩაწერილია შაფი გიმბათოვისაგან. შაჰბან ჰაფიზოვს უფრო სანდოდ მიაჩნია 1964 წლის ფოტოს მინაწერის ცნობები, ვიდრე 2014 წლის ზეპირი ინფორმაცია.

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

(ჳფალ)ო ი(ესო)
(რისტ)ე წ(მიდა)(ა)(ია)
(ეიწყალ)ბიანდორ
(მი)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ႭႭ ႨჃ
ႵႤ ႼჂ ႫႰႫ
ႸႤ ႡႨႠႬ
ႣႭႰ ႠႬ

ქართული

უფალო იესუ ქრისტე, წმიდაჲ მარიამ, შეიწყალე ბიანდორ, ამინ

წარწერის ტექსტი პირველად შაჰბან ჰაფიზოვმა გამოიკვლია, თუმცა მისი ფოტოსურათი ანალიზის გარეშე გამოაქვეყნა ბორის ატაევმა თავის მონოგრაფიაში (Атаев Б.М. Аварцы: язык, история, письменность. Махачкала, 2005, 158). ტექსტში ითხოვენ ვინმე ბიანდორის შეწყალებას. სახელი ბიანდორი ამჟამადაც დასტურდება შუა ხუნძეთში მაინდურ ვარიანტის სახით (Айтберов Т.М. Хрестоматия по истории права и государства Дагестана в XVIII-XIX вв. Часть II. Махачкала, 1999, 98; Эльдаров Э.М. Хунзахцы в 1886 году (По итогам первой русской переписи населения Дагестана). Демографический справочник. Махачкала, 2005, 24).

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
                
                        <!--(1) ო(ჳფალ)ო ი(ესო)ჳ 
                            “უფალო იესუ” 
                            
                            (2) ქ(რისტ)ე წ(მიდა)ჲ მ(ა)რ(ია)მ 
                            “ქრისტე, წმიდაჲ მარიამ” 
                            
                            (3) შ(ეიწყალ)ებიან 
                            “შეიწყალე ბიან” 
                            
                            (4) დორა(მი)ნ 
                            “დორ. ამინ”. -->                                                       
          
                <ab>
                   <lb n="1"/><w lemma="უფალ"><expan><abbr>ო</abbr><ex>ჳფალ</ex><abbr>ო</abbr></expan></w>
                              <w lemma="იესუ"><expan><abbr>ი</abbr><ex>ესო</ex><abbr>ჳ</abbr></expan></w>
                    <lb n="2"/><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
                              <w lemma="წმიდა"><expan><abbr>წ</abbr><ex>მიდა</ex><abbr>ჲ</abbr></expan></w>
                              <name nymRef="მარიამ"><expan><abbr>მ</abbr><ex>ა</ex><abbr>რ</abbr><ex>ია</ex><abbr>მ</abbr></expan></name>
                    <lb n="3"/><w lemma="შეწყალება"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეიწყალ</ex><abbr>ე</abbr></expan></w> 
                                <persName type="local" key="ბიანდორ">ბიან
                    <lb n="4" break="no"/>დორ</persName>
                         <w lemma="ამინ"><expan><abbr>ა</abbr><ex>მი</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                </ab>
         </div>