ხვილიშას ტაძრის თეოდოტის წარწერა

№ ECG103 📅 VII-VIII 🌐 ka
XML

მოსახსენებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG103
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
ვალერი სილოგავა
დათარიღება · Dating
VII-VIII

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
განლაგება · Layout
წარწერა ერთსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია კარნიზის ფილის ფრაგმენტზე, რომელიც ამჟამად თავის თავდაპირველ ადგილას არ ზის და ჩასმულია ტაძრის სამხრეთი კედლის ქვების წყობაში
დამწერლობა · Script
ამოღარული ასომთავრული წარწერა

ადგილმდებარეობა · Location

აღმოჩენილია· Found
ხვილიშას ტაძარი, ასპინძა
დაცულია · Current
ხვილიშას ტაძარი, ასპინძა

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

(რისტ)თოდოჲტი(ეიწყალ)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ႵႤ ႧႭႣႭჂႲႨ ႸႤ

ქართული

ქრისტე, თოდოჲტი შეიწყალე.

ვალერი სილოგავას მიაჩნია, რომ წარწერის ტექსტში საკუთარი სახელის წაკითხვა სხვაგვარადაც არის შესაძლებელი. ცნობილია, რომ უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებში, მათ შორის, წარწერებში, განკვეთილობის ნიშნები, ანუ სიტყვების ერთმანეთისაგან გამომყოფი წერტილები არ გვხვდება. ზოგჯერ უძველეს ქართულ წარწერებში სიტყვების ცალ-ცალკე დაჯგუფებისა და მათი ურთიერთგამიჯვნის ფუნქციას ასრულებს ქარაგმის ხაზი, რომელიც ხშირად დასმულია დაქარაგმებული სიტყვის მთელ სიგრძეზე. ხვილიშას ტაძრის წარწერის ამ მოკლე ტექსტში ქარაგმის ნიშანი გვაქვს სამ ადგილას - პირველი სიტყვის „ქე“-ს, ბოლო სიტყვის „შე“-ს და ბოლოდან მეორე სიტყვის თავზე. ამ უკანასკნელ ადგილას იგი დასმულია სამი ასოს - „ჲტი“-ს მთელ სიგრძეზე, ისე რომ ასოთა კომპლექსს აშკარად ცალკე ადგილი აქვს მიჩენილი წარწერის მთელ ტექსტში. მართლაც, თუ ჩვენ ვიგულისხმებთ, რომ აქ ცალკე, დამოუკიდებელი სიტყვაა ამოკვეთილი, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხვილიშას ტაძრის წარწერის ტექსტი შედგება არა 3, არამედ 4 სიტყვისაგან. და იგი შეიძლება ასე წავიკითხოთ: „ქ(რისტ)ე, თოდო ჲ(ო)ტი შ(ეიწყალ)ე.“ ასეთ შემთხვევაში „ჲ(ო)ტი“, ანუ „მცირე“ თოდოს ეპითეტად უნდა მივიჩნიოთ და მაშინ მივიღებთ, რომ წარწერა თოდო იოტის, ანუ თოდო მცირეს შეწყალებას შეიცავს. ამგვარ კონტექსტში „ჲ(ო)ტი“ უჩვეულოა და არც სხვაგან გვხვდება, მაგრამ ამავე დროს, „ჲ~ტი“-ს თავზე დასმულ ქარაგმის ნიშანს, ვალერი სილოგავას აზრით, სხვა ახსნა არ ეძებნება.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">

                        <!--"ქე თოდოჲტი შე"-->

                <ab>
                   <lb n="1"/><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
                            <persName type="local" key="თოდოჲტი">თოდოჲტი</persName>
                            <w lemma="შეწყალება"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეიწყალ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
                  </ab>
               </div>