პატრიკიოსის მოსახსენებლი (?)
კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition
დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition
ტუფის ქვაჯვრის ფრაგმენტი ყველა მხრიდან ჩამოტეხილია და მხოლოდ სამი ასოა შემორჩენილი. დაზიანება: წარწერა ფრაგმენტულია. წარწერის გამოცემა წინაგამოცემაში: VII ს. წარმოდგენილ ნაშრომში გაზიარებულია წარწერის გამომცემლის შემოთავაზებული დათარიღებადა ტექსტის აღდგენის (როგორც სამუშაო ჰიპოთეზა) ვარიანტი. ქვაჯვრებზე, როგორც ცნობილია ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ საერო თუ სასულიერო ხელისუფალთა მოკლე მოსახსენებელი(სავედრებელი, სალოცველი, სადიდებელი)ფორმულა იყო მოცემული. VI-VIII სს-ში კი ქართლის ერისმთავრები, რომელთა საგამგებლოსაც წარმოადგენდა ქვემო ქართლი, სწორედ პატრიკიოსის ტიტულს ატარებდნენ. ჩვენ შემთხვევაში პატრიკიოსის სახელის გარეშე მოხსენიებაა სავარაუდო. შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ ის ამავე ქვაჯვრის სხვა, მოუღწეველ წარწერაში იყო დასახელებული. მსგავსი შემთხვევები გვხვდება ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებში და, კერძოდ, ქვაჯვრების წარწერებში.
<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" xmlns:xi="http://www.w3.org/2001/XInclude" type="edition" xml:space="preserve" xml:lang="ka" ana="mtavruli">
<ab>
<lb n="1"/><w lemma="მოსახსენებელ"><supplied reason="lost">მოსაჴსენებლა</supplied>დ</w>
<persName type="local" key="პატრიკიოს"><roleName nymRef="პატრიკიოს"><w lemma="პატრიკიოს">პა<supplied reason="lost">ტრიკიოსისა</supplied></w></roleName> </persName>
</ab>
</div>