ოქროს ბეჭედი ამეთვისტოთი

№ ECG270 📅 I-III 🌐 grc
XML

სავედრებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG270
ენა · Language
grc
რედაქტორი · Editor
თინათინ ყაუხჩიშვილი
დათარიღება · Dating
I-III

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
განლაგება · Layout
ოქროს ბეჭედზე დამაგრებულია ამეთვისტოს თვალი. ცენტრში მთელი სიმაღლით, სახით პროფილში, გამოსახულია ქალის ფიგურა, რომელსაც გასწვრივ ორივე მხარეს თითო სტრიქონად აქვს ბერძნული წარწერა.
დამწერლობა · Script
წარწერა ნეგატიურად, წვრილი და მკაფიო ასოებით არის გამოყვანილი. ასოების ბოლოებზე ჩაღრმავებული წერტილებია. Θ და Ε მრგვალია, დანარჩენი ასოები - კუთხოვანი. α-ს (4-სავე შემთხვევაში) დამრეცი შუა ხაზი აქვს. μ-ს სწორხაზოვანი,ქვემოთ ოდნავ გაშლილი ფეხები.

ადგილმდებარეობა · Location

აღმოჩენილია· Found
გარემოებანი · Circumstances
ნივთი აღმოჩენილია მცხეთაში, სამთავროს სამაროვანზე ქალის მდიდრულ, III ს-ით დათარიღებულ სამარხში

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

Ἄθηκα μὰ
Ὑγείαν

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ἌΘΗΚΑ ΜᾺ
ὙΓΕΊΑΝ

ქართული

ათეკა გეფიცები ჰიგიას.

ბეჭდის პატრონი ათეკა (?) ევედრება ჰიგიას (ჯანმრთელობის ქალღმერთს, ასკლეპიოსის ასულს) - ე.ი. სთხოვს მფარველობას, ჯანმრთელობას. "ათეკა" საცნობარო ლიტერატურის მიხედვით დადასტურებული სახელი არაა. წაკითხვის მეორე ვარიანტი: ბეჭდის პატრონი (მისი სახელი არ გვაქვს) ამ თვალს (ἄθηκα, τά შესაძლოა აღნიშნავდეს მარჯანს, თვალი სინამდვილეში ამეთვისტოა) ავედრებს ჰიგიას, ე.ი. ამ თვალზე ეფიცება ჰიგიას, შესთხოვს ჯანმრთელობას. ასოთა მოხაზულობის მიხედვით (წერტილებით მკაფიოდ აღნიშნული კუთხეები, α-ს დამრეცი შუა ხაზი, სწორი, გაშლილი ფეხებით, მრგვალი Θ და Ε) წარწერა I საუკუნეებით თარიღდება. საამარხი მთლიანად III ს-სად ითვლება, ისე რომ ეს თარიღები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან. ფიცის ასეთი ფორმულა დამახასიათებელია ძველი, საშუალო და ახალი ბერძნულისათვის.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="grc" xml:space="preserve">

                        <!--  Ἄθηκα μὰ
                            Ὑγείαν  -->

         <ab>
             <lb n="1"/><persName type="local" key="ათეკა (Ἄθηκα)"><name nymRef="Ἄθηκα">Ἄθηκα</name></persName> <w lemma="μά">μὰ</w>
             <lb n="2"/><persName type="divinity" key="ჰიგია (Ὑγεία)"><name type="divine" nymRef="Ὑγεία">Ὑγείαν</name></persName>
         </ab>


            </div>