ქობაირის მონასტრის ეპიტაფია შანშეს მწიგნობართუხუცესის მათესი და მისი მეუღლის თენისა
ეპიტაფია
ქართული
ეს არის შანშეს მწიგნობართუხუცესის, მათეს, და მისი მეუღლის, თენის, საფლავი, ღმერთმა შეუნდოთ.
წარწერაში ქარაგმის ნიშნები არ არის გამოყენებული. განკვეთილობის ნიშნები: პატარა რგოლი ან ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ; ტექსტში ბგერა უ, ერთ შემთხვევაში, Ⴣ-ს (ჳ) საშუალებით არის გადმოცემული; წარწერაში გვხვდება ლიგატურისა და შეწიაღების შემთხვევები. წარწერა დაზიანებული არ არის და თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება. თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშიძის მიხედვით, „შანშას“, ანუ ათაბაგ-ამირსპასალარის შანშე II მხარგრძელის ერთ-ერთი უმაღლესი მოხელის - მწიგნობართუხუცეს მათესა და მისი თანამეცხედრის თენის ეპიტაფიასთან დაკავშირებით იმთავითვე დაისმის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ არიან მათე და მისი ცოლი დაკრძალული ცალკე მდგომ სამლოცველოში და არა ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის კარიბჭესა თუ კარიბჭის წინ, ეზოში, სადაც მხარგრძელთა საგვარეულოს ე. წ. შანშეს ფეოდალური სახლის სხვა მაღალი მოხელეები და დიდგვაროვანი ვასალები - მსახურთუხუცესი ოგ~ლა ბუბა, მეღვინეთუხუცეს ივანეს მეუღლე გურჯიხათუნი, დავით ლოკელი, შალვა ეგეგომელი და სხვები არიან დაკრძალულნი? ხომ არ მიუთითებს ეს ფაქტი იმაზე, რომ მწიგნობართუხუცესი მათე და მისი მეუღლე, ქობაირის მონასტერში დაკრძალულ სხვა მოხელეებსა თუ დიდგვაროვნებთან შედარებით, უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე იდგნენ და სხვებზე უფრო აღმატებული პატივით სარგებლობდნენ? თუკი დადგენილ ფაქტად მივიჩნევთ იმ გარემოებას, რომ მწიგნობართუხუცეს მათესა და მისი თანამეცხედრის საფლავის ქვა იმთავითვე ცალკე მდგომ სამლოცველოში იყო ჩადგმული, მაშინ თითქოს მათე ქობაირის მონასტერში დაკრძალულ, „შანშეს სახლის“ სხვა მაღალ მოხელეებსა თუ დიდგვაროვან ვასალებზე უფრო აღმატებული პატივით სარგებლობდა. მაგრამ იყო კი ეს საფლავის ქვა იმთავითვე ცალკე მდგომ სამლოცველოში განთავსებული? საქმე ის არის, რომ აღნიშნული სამლოცველო ბოლო ხანებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად თითქმის თავიდან არის აგებული. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მწიგნობართუხუცეს მათესა და მისი თანამეცხედრის საფლავის ქვა თავდაპირველად ცალკე მდგომ სამლოცველოში არ იყო განთავსებული. ის აქ მხოლოდ მოგვიანებით, ხსენებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს მიიტანეს და ახლადაღდგენილი სამლოცველოს გასამშვენებლად მისი აღმოსავლეთი ნაწილის იატაკში ჩადგეს. აღნიშნულ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ მწიგნობართუხუცეს მათეს ვაჟის ასაფის საფლავის ქვა ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთი ეგვტერის წინ, ეზოშია ჩადგმული და ადგილნაცვალს ნამდვილად არ ჰგავს. ამ ბოლო ფაქტის გათვალისწინებით, ლოგიკურად დაისმის კითხვა: თუ ცალკე მდგომი სამლოცველო ნამდვილად მწიგნობართუხუცეს მათეს ოჯახის საგვარეულო საძვალე იყო, მაშინ იმავე სამლოცველოში რატომ არ არის დაკრძალული ასაფი, რომელიც მათეს ვაჟი იყო და, შესაბამისად, საგვარეულო საძვალეში, მშობლების გვერდით უნდა ყოფილიყო დაკრძალული? ამ და ზემოთ დასმულ სხვა კითხვებზე რაიმე დამაჯერებელი პასუხის გაცემა შესაბამისი მასალის არქონის გამო გამომცემლებს კვლევის ამ ეტაპზე არ შეუძლიათ და ამიტომ მათ ღიად ტოვებენ.
<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
<!-- ესე სფლვი შნშეს მწიგნ
ბთოხცესისა: მათესი და მ
ისისა: მეუღლისა: თენისი: შნ ღნ -->
<ab>
<lb n="1"/> <w lemma="ესე">ესე</w>
<w lemma="საფლავ"><expan><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ფლ</abbr><ex>ა</ex><abbr>ვი</abbr></expan></w>
<persName type="local" key="შანშე II მხარგრძელი" ref="http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/მხარგრძელი_შანშე_(II)"><name nymRef="შანშე"><expan><abbr>შ</abbr><ex>ა</ex><abbr>ნშეს</abbr></expan></name> </persName>
<persName type="local" key="მათე მწიგნობართუხუცესი [შანშე II მხარგრძელისა]"><roleName nymRef="მწიგნობართუხუცეს"><expan><abbr>მწ</abbr><ex>ი</ex><abbr>გნ</abbr><ex>ო</ex>
<lb n="2" break="no"/><abbr>ბ</abbr><ex>არ</ex><abbr>თო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>ხ</abbr><ex>უ</ex><abbr>ცესისა</abbr></expan></roleName>
<name nymRef="მათე მწიგნობართუხუცესი">მათესი</name> </persName>
და
<w lemma="მისი">მ
<lb n="3" break="no"/>ისისა</w>
<w lemma="მეუღლე">მეუღლისა</w>
<persName type="local" key="თენი [მეუღლე მათე მწიგნობართუხუცესისა]"><name nymRef="თენი">თენისი</name> </persName>
<w lemma="შენდობა"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეუნდვე</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
<w lemma="ღმერთ"><expan><abbr>ღ</abbr><ex>მერთმა</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
</ab>
</div>