ქობაირის მონასტრის მაკარის შვილის, გრიგოლის, ეპიტაფია

№ ECG348 📅 XIII-XIV 🌐 ka
XML

ეპიტაფია

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG348
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
გიორგი გაგოშიძე
დათარიღება · Dating
XIII-XIV

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
ზომები · Dimensions
172 × 66 cm
განლაგება · Layout
წარწერა ხუთსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია რუხი ფერის ოთხკუთხა საფლავის ქვაზე, რომელიც ქობაირის მონასტრის ქვედა ეკლესიის დასავლეთით დაახლოებით 5 მ-ის მანძილზე, მიწაშია ჩადგმული
დამწერლობა · Script
ამოღარული ასომთავრული წარწერა

ადგილმდებარეობა · Location

დაცულია · Current
ქობაირის მონასტერი, სომხეთი · Kobairi Monastery, Armenia
გარემოებანი · Circumstances
ქობერის მონასტრის ტერიტორია მთავარი ტაძრის გარშემო, ასევე, ამ ტაძრის იატაკი და მონასტრის ეზო მოფენილია დიდი ზომის ქვის ლოდებით, რომლებიც მიწისძვრისა თუ მცირე მიწისქვეშა ბიძგების შედეგადაა ჩამოცვენილი მონასტრის თავზე წამომართული კლდეებიდან. ამ ლოდების ქვეშ დაფარული და მიუკვლეველია არაერთი უცნობი ეპიტაფია. მეტიც, ცნობილი ეპიტაფიების ნაწილიც ამჟამად უკვე ლოდების ქვეშაა მოყოლილი და მასალის შემოწმება შეუძლებელი ხდება. მაკარისა და მისი ვაჟის, გრიგოლის ეპიტაფიებიც მათ რიცხვშია. ამ 2 ეპიტაფიის ფოტონეგატივები ვალერი სილოგავამ აღმოაჩინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ფოტოთეკაში. მათი საინვენტარო ნომრებია: 5363 და 5367. ამ მასალის შესახებ სხვა ცნობები არ ჩანს.

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

† ესე საფლ(ა)ვი არ
ის (ა)კარ(ი) შვ(ი)(ი)სა
(რი)(ო)ლისი(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)
და მ(ა)სცა შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)
5ვინცა თქუას

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

† ႤႱႤ ႱႠႴႪႥႨ ႠႰ
ႨႱ ႫႩႠႰႱ ႸႥႪႱႠ
ႢႢႪႨႱႨ ႸႬ ႶႬ
ႣႠ ႫႱႺႠ ႸႬ ႶႬ
5ႥႨႬႺႠ ႧႵႳႠႱ

ქართული

ეს არის მაკარის შვილის, გრიგოლის, საფლავი, შეუნდოს ღმერთმა; და მასაც შეუნდოს ღმერთმა, ვინც თქვას [შენდობა].

წარწერაში ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია განივი, კლაკნილი, კიდურწერტილოვანი ხაზი; განკვეთილობის ნიშნები: წერტილი ან ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ; III სტრიქონისა და ტექსტის ბოლოს ორწერტილი და ხაზია დასმული; ტექსტში ბგერა უ, ერთ შემთხვევაში, Ⴍ-ს (ო) საშუალებით არის გადმოცემული; გვხვდება შეწიაღების შემთხვევები. წარწერა დაზიანებული არ არის და ტექსტი თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება. თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშის მიხედვით, 1930-იან წლებში ჯერჯერობით უცნობმა ქართველმა მკვლევრებმა (?) გრიგოლის ეპიტაფიის ფოტონეგატივი დაამზადეს და ის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს გადასცეს; მოგვიანებით გრიგოლის ეპიტაფიის ფოტონეგატივი ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს გადაეცა; 1990 წელს ვალერი სილოგავამ გრიგოლის ეპიტაფიის ადგილზე მოძიება ვერ შეძლო და მისი ტექსტი, პალეოგრაფიულ პირთან ერთად, ფოტონეგატივზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა; 2012 წელს გრიგოლის ეპიტაფიის ადგილზე მოძიება ვერც გიორგი კალანდიამ და ქეთევან ასათიანმა შეძლეს. იმავე 2012 წელს დალი ჩიტუნაშვილმა და გიორგი პატაშურმა გრიგოლის მამის მაკარის დაკარგულად მიჩნეულ ეპიტაფიას ქობაირის მონასტრის ტერიტორიაზე, მონასტრის ძირითადი ნაწილისაგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ქვედა დონეზე მდებარე პატარა დარბაზული ეკლესიის ეზოში მიაკვლიეს (დ. ჩიტუნაშვილი, გ. პატაშური, სომხეთის ქართული ძეგლები, 2012 (მოხსენების მასალები), თუმცა კი მკვლევრებმა გრიგოლის ეპიტაფიის მოძიება ვერ შეძლეს და ეპიტაფია, მაკარის ეპიტაფიისაგან განსხვავებით, კვლავინდებურად ქობაირის მონასტრის დაკარგული ქართული ლაპიდარული წარწერების რიცხვში დარჩა. თემო ჯოჯუამ და გიორგი გაგოშიძემ გრიგოლის ეპიტაფიას მისი მამის მაკარის საფლავის ქვის გვერდით (ჩრდილოეთით), მისგან სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით მიაკვლიეს. აღსანიშნავია, რომ გრიგოლის საფლავის ქვა, მაკარის საფლავის ქვისაგან განსხვავებით, ბალახითა და ფოთლებით იყო დაფარული და მასზე ამოკვეთილი ეპიტაფია, პრაქტიკულად, აღარ ჩანდა. საფიქრებელია, რომ დალი ჩიტუნაშვილმა და გიორგი პატაშურმა გრიგოლის ეპიტაფია სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ შენიშნეს. ვალერი სილოგავას აზრით, მაკარისა და მისი შვილის, გრიგოლის, ეპიტაფიების ტექსტი შედგენილია მსგავსი ტრაფარეტული ფორმულით, რომელიც ქობაირის მონასტრის სხვა ეპიტაფიების ფორმულის მსგავსია, თუმცა მათ შორის მცირედი განსხვავებაც არის. მაგ., ქობაირის ყველა ეპიტაფია იწყება სიტყვებით: „ესე საფლავი...“ და შემდეგ დასახელებულია დაკრძალული პირი. მაკარისა და გრიგოლის ეპიტაფიაში აღნიშნულ სიტყვებს მოსდევს „არის“, ე.ი. „ესე საფლავი არის...“. გარდა ამისა, ქობაირის ყველა ცნობილი ეპიტაფიისაგან განსხვავებით, მაკარისა და გრიგოლის წარწერა მთავრდება სიტყვებით: „და მასცა შეუნდვენ ღმერთმან, ვინცა თქუას“. ვალერი სილოგავა ასკვნის, რომ ისინი ქობაირის მონასტრის ეპიტაფიების ტრაფარეტული ტექსტების შემდგომ განვითარებად შეიძლება მივიჩნიოთ და ქრონოლოგიურად მათ მომდევნო დროს აკუთვნებს. პალეოგრაფიული ნიშნებისა და ტექნიკური შესრულების ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს წარწერები სხვადასხვა პირის მიერ შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. სამწუხაროდ, მაკარისა და გრიგოლის პიროვნებები სხვა წყაროებით უცნობია.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" xml:space="preserve" ana="mtavruli">

                        <!--† ესე საფლ(ა)ვი არ
                            ის მ(ა)კარ(ი)ს შვ(ი)ლ(ი)სა
                            გ(რი)გ(ო)ლისი, შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ;
                            და მ(ა)სცა შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ,
                            ვ(ი)ნცა თქუას.-->

                <ab>
                   <lb n="1"/>†<w lemma="ესე">ესე</w>
                                    <w lemma="საფლავ"><expan><abbr>საფლ</abbr><ex>ა</ex><abbr>ვი</abbr></expan></w>
                                    <w lemma="ყოფა">არ
                   <lb n="2"/>ის</w>
                            <persName type="local" key="მაკარ"><name nymRef="მაკარი"><expan><abbr>მ</abbr><ex>ა</ex><abbr>კარ</abbr><ex>ი</ex><abbr>ს</abbr></expan></name></persName>
                              <w lemma="შვილ"><expan><abbr>შვ</abbr><ex>ი</ex><abbr>ლ</abbr><ex>ი</ex><abbr>სა</abbr></expan></w>
                    <lb n="3"/><persName type="local" key="გრიგოლ [მაკარის ძე]"><name nymRef="გრიგოლ"><expan><abbr>გ</abbr><ex>რი</ex><abbr>გ</abbr><ex>ო</ex><abbr>ლისი</abbr></expan></name></persName>
                             <w lemma="შენდობა"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეუნდვე</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                             <w lemma="ღმერთ"><expan><abbr>ღ</abbr><ex>მერთმა</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                     <lb n="4"/>და
                                <w lemma="მას"><expan><abbr>მ</abbr><ex>ა</ex><abbr>სცა</abbr></expan></w>
                                <w lemma="შენდობა"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეუნდვე</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                              <w lemma="ღმერთ"><expan><abbr>ღ</abbr><ex>მერთმა</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                   <lb n="5"/><w lemma="ვინც">ვინცა</w>
                             <w lemma="თქმა">თქუას</w>

                   </ab>
               </div>