კრამიტის დამღა ითხვისიდან
მემორიალური
ქართული
მეფური მელაბე
ადგილობრივი წარმოება კრამიტზე გაჩენილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კოლხეთში, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც, სამეფო ხელისუფლების უფლებამოსილებით წარმოებდა, რამდენადაც ორმოცდაათამდე ადგილობრივ კრამიტზე ვანში აღბეჭდილია დამღით ΒΑΣΙΛΙΚΗ ΜΕΛΑΒΗ. ΜΕΛΑΒΗ მიჩნეულია ამ წარმოებით დაინტერესებული ოფიციალური პირის სახელად, მეფედაც კი. დ. ახვლედიანი ΜΕΛΑΒΗ-ს ΜΕΛΑΒΗΣ-დ განავრცობს, ამასვე იზიარებს გ. ცეცხლაძე. ეს სახელი (თუ ასეთთან გვაქვს საქმე) შემოკლებას არ საჭიროებს: მხოლოდ ბოლოკიდურ სიგმას ნავარაუდევი გამოტოვება გაუმართლებელი ჩანს.
<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="grc" xml:space="preserve">
<!-- ΒΑΣΙΛΙΚΗ ΜΕΛΑΒΗ -->
<ab>
<w lemma="βασιλοκός">βασιλικη</w> <persName type="local" key="მელაბე (Μελαβη)"><name nymRef="Μελαβη">Μελαβη</name></persName>
</ab>
</div>