ხუნზახის I წარწერა დაღესტნიდან

№ ECG365 📅 XIII 🌐 ka
XML

მოსახსენებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG365
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
შაჰბან ჰაფიზოვი
დათარიღება · Dating
XIII

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
განლაგება · Layout
წარწერა ოთხსტრიქონიანია. შემორჩენილი ფრაგმენტის მიხედვით ცხადია, რომ ქვის ქვედა ნაწილში დამატებით არანაკლებ ერთი სტრიქონიც უნდა ყოფილიყო, რომლის ნაშთზე დარწმუნებით იკითხება მხოლოდ დ ასოს ზედა ნაწილი.

ადგილმდებარეობა · Location

გარემოებანი · Circumstances
ქართულწარწერიანი ქვა ხუნზახიდან XIX საუკუნის 70-იან წლებში გადაიტანეს თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. პირველად მის შესახებ 1881 წელს V არქეოლოგიურ ყრილობაზე განაცხადა ა. კომაროვმა (Пятый Археологический съезд в Тифлисе. I. Труды предварительных комитетов /издание под редакцией секретаря Московского предварительного Комитета И.Д. Мансветова/. М., 1882, 124).

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

[სახელითა] [ღმრ]თისაჲთა აღეშ[ენა]
ესე ეკლესიაჲ უჩად(ა)დონ
(მიდა)თა (ო)ზმ(ა) და დამი[ანეს]
[სახელსა](ე)(ა)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ႧႨႱႠჂႧႠ ႠႶႤႸ
ႤႱႤ ႤႩႪႤႱႨႠჂ ႳႹႠႣႣႭႬ
ႼႧႠ ႩႦႫႬ ႣႠ ႣႠႫႨ
ႦႣ

ქართული

ღმერთის სახელით აშენდა ეს ეკლესია წმიდა კოზმან და დამიანეს სახელზე.

წარწერის ტექსტი ჯერ კიდევ 1904 წელს გამოაქვეყნა ე. თაყაიშვილმა. მეცნიერის აზრით, წარწერაში აღნიშნულია, რომ ეკლესია ააშენა ვინმე უჩადადონმა წმიდა კოზმასა და დამიანეს სახელზე (Такайшвили Е. Грузинские надписи на археологических предметах, хранившихся в Кавказском музее в Тифлисе. Известия Кавказского отделения Московского археологического общества. Тифлис, 1904. Вып. I, gv. 56-73). დ. ატაევი მიიჩნევდა, რომ ეს წარწერიანი ქვა ნაპოვნი იყო ტად-რაალში (Атаев Д.М. Нагорный Дагестан в раннем средневековье (по материалам археологических раскопок Аварии). Махачкала, 1963, 170). მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი XX საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნდა, მისი სამყოფელი უცნობი იყო. 2015 წელს შაჰბან ჰაფიზოვს საშუალება ჰქონდა, ემუშავა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და ქვის ძეგლთა ფონდის გამგის ნ. დათუნაშვილის დახმარებით აღმოაჩინა ქართულწარწერიანი ეს ქვა (სხმ #23), რომელიც, სამუზეუმო კატალოგის თანახმად, ჩამოტანილია ხუნზახიდან 1879 წელს (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი. თბ., 1953, 9). შაჰბან ჰაფიზოვი პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერას XII-XIV საუკუნეებით ათარიღებს, თუმცა უფრო მოსალოდნელია მისი მიკუთვნება XIII საუკუნის პირველი ნახევრისადმი. ამაზე მიანიშნებს ნ, დ, ო, ლ, წ, ზ ასოების მოხაზულობა. კოზმასა და დამიანეს სახელით მართლმადიდებლურ ეკლესიებში ცნობილნი არიან დაახლოებით III საუკუნის II ნახევარსა და IV საუკუნის I ნახევარში მცირე აზიაში (ამჟ. თურქეთის ქალაქ ისკენდერუნში) და სირიაში მოღვაწე წმინდანები. დაუდგენელია ვინმე უჩადადონის სოციალური სტატუსი: მშენებლობის ქტიტორი იყო, თუ მხოლოდ ხუროთმოძღვარი? უფრო სარწმუნოა, უჩადადონი ყოფილიყო გავლენიანი და მდიდარი ხუნზახელი, შესაძლოა, სარირის სახელმწიფოს მაღალი დონის მოხელე, ანდა, რაც უფრო მეტადაა მოსალოდნელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ამ მხარეში. რაც შეეხება პირსახელ უჩადადონ-ის ეტიმოლოგიას, ამგვარი ანთროპონიმი უცნობია ქართულ პირსახელთა შორის. ხუნძთა ანთროპონიმიაში შაჰბან ჰაფიზოვმა გამოავლინა მსგავსი ჟღერადობის შემდეგი მამაკაცის სახელების გავრცელების ფაქტები ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოსათვის: დადუჩან (სოფ. ბუწრა), დადუჩ (სოფლები ახალჭი, ობოდა, ხუნზახი), დადაჩუ (სოფ. ოროტა) და სხვ. ჩანს, უჩადადონ და დადუჩან საერთო წარმომავლობის სახელებია და მიღებულია მეტათეზისის გზით (Эльдаров Э.М. Хунзахцы в 1886 году (По итогам первой русской переписи населения Дагестана). Демографический справочник. Махачкала, 2005, 17, 37, 89, 101, 148.). ღირსსაცნობია აგრეთვე ისეთი ხუნძური სახელების არსებობაც, რაც, მკვლევრის აზრით, უფლებას იძლევა, დაუშვას უჩადადონ სახელის ორკომპონენტიანობა. ეს სახელებია: უჩი (სოფ. ჭოროდა, XV-XVI სს.) (Хапизов Ш. Исламизация южной части горной Аварии (по данным местных арабоязычных источников). Историография и источниковедение средневекового Востока. Материалы международного научного симпозиума. Баку, 2012, 209) და უჩან (სოფ. ურადა) (Бутаев И.Ч. Гидатль: исторические этюды. Махачкала, 2013, gv. 358). ამრიგად, საკვლევი სახელი ნაწარმოებია მეტსახელ დადუჩ-ისაგან, რაც მამის აღმნიშვნელი ალერსობითი ფორმაა (შდრ. აგრეთვე ხუნძური დიალექტური: დადა, დადი, დიდა, დადუ და ა.შ.). ხუნზახის I წარწერა რუღჟაბის 1365 წლის წარწერასთან ერთად მეორე ტექსტია, რომელშიც მოთხრობილია მთიან ხუნძეთში ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობის შესახებ.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
                
                        <!--(1) (სახელითაღმრ)თისაჲთააღეშ(ენა) 
                            “სახელითა ღმრთისაჲთა აღეშენა” 
                            
                            (2) ესეეკლესიაჲუჩად(ა)დონ 
                            “ესე ეკლესიაჲ უჩადადონ” 

                            (3) წ(მიდა)თაკ(ო)ზმ(ა)ნდადამი(ანეს) 
                            “წმიდათა კოზმან და დამიანეს” 
            
                            (4) (სახელსა)ზ(ე)დ(ა) 
                            “სახელსა ზედა”.  -->                                                       

                <ab>
                   <lb n="1"/><w lemma="სახელ"><supplied reason="lost">სახელითა</supplied></w> 
                                <w lemma="ღმერთ"><supplied reason="lost">ღმრ</supplied>თისაჲთა</w>  
                                <w lemma="აღშენება">აღეშ<supplied reason="lost">ენა</supplied></w> 
                   <lb n="2"/><w lemma="ესე">ესე</w> 
                              <w lemma="ეკლესია">ეკლესიაჲ</w> 
                                <name><expan><abbr>უჩად</abbr><ex>ა</ex><abbr>დონ</abbr></expan></name> 
                    <lb n="3"/><w lemma="წმიდა"><expan><abbr>წ</abbr><ex>მიდა</ex><abbr>თა</abbr></expan></w>
                                <persName key="წმ. კოზმა"><expan><abbr>კ</abbr><ex>ო</ex><abbr>ზმ</abbr><ex>ა</ex><abbr>ნ</abbr></expan></persName> 
                               და 
                                <persName key="წმ. დამიანე">დამი<supplied reason="lost">ანეს</supplied></persName>
                    <lb n="4"/><w lemma="სახელ"><supplied reason="lost">სახელსა</supplied></w>
                                <w lemma="ზედა"><expan><abbr>ზ</abbr><ex>ე</ex><abbr>დ</abbr><ex>ა</ex></expan></w>                                              
                </ab>
               </div>