მითლიჰურიბის წარწერა დაღესტნიდან

№ ECG378 📅 VIII-X 🌐 ka
XML

მოსახსენებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG378
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
შაჰბან ჰაფიზოვი
დათარიღება · Dating
VIII-X

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
ჯვარი
განლაგება · Layout
წარწერა სამსტრიქონიანია. IV სტრიქონის ორი ასოს მხოლოდ ზედა ნაწილები ჩანს. ჯამში წარწერაში 10 ასოა წარმოდგენილი
დამწერლობა · Script
ამოღარული ასომთავრული წარწერა. ლ, ბ, ხ, მ ასოების მოხაზულობა შეესაბამება ასომთავრულს

ადგილმდებარეობა · Location

დაცულია · Current
სოფ. მითლიჰურიბი, შამილის რაონი, დაღესტანი
გარემოებანი · Circumstances
შამილის რაიონის სოფელ მითლიჰურიბის სასაფლაოსთან აღმოჩენილია ჯვრის ნატეხი. შემორჩენილია მხოლოდ მისი ფუძე, ჩამოტეხილი აქვს დიდი ნაწილი, რის გამოც მხოლოდ წარწერის ფრაგმენტი ჩანს

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

(ა)(ე)(ა)
[სუ]ლსა
მის(ს)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ႾႰႡ
ႪႱႠ
ႫႨႱႠ

ქართული

გახარება მის სულს

შაჰბან ჰაფიზოვი მითლიჰურიბის წარწერის ამოკითხვისას ითვალისწინებს ტ. გუდავას მიერ წაკითხული გინიჩუტლის წარწერისა („ჯუარი ქრისტესი. უფალო, განუსვენე სულსა ჩახუტისსა“) და ჭაროდის რაიონის სოფელ მურუხში მიკვლეული წარწერის („სულსა ქოჟიგისა“ Хапизов Ш.М. Грузинская надпись из юго-восточной Аварии. Материалы III международного конгресса кавказоведов. Тбилиси, 2013, 205-206; (ინგლისურ ენაზე); 468-470 (რუსულ ენაზე)) ტექსტებს. შაჰბან ჰაფიზოვის აზრით, მითლიჰურიბის წარწერაში მეორე სტრიქონის სამი ასო ნაწილია სიტყვისა სულსა, რაც გულისხმობს გარდაცვლილის სულს. აქედან გამომდინარე, მესამე სტრიქონს კითხულობს, როგორც მის(ს)ა, ანუ II და III სტრიქონებზე წერია სულსა მისსა. ხრბ-ს ხსნის, როგორც ხარება, რომელიც აღნიშნავს სახარებისეულ ამბავს და ამ დღის აღსანიშნავ დღესასწაულს. გარდა ამისა, ამ სიტყვას აქვს კიდევ ორი მნიშვნელობა: „გახარება, სიხარული“ და „სულის ხსნა“. მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ეს სიტყვა გამოყენებულია სწორედ ამ ბოლო მნიშვნელობებით და აღნიშნავს სულის გახარებას ზეციურ ნათელში, ანუ ცხონებას. მოსალოდნელია, რომ ტექსტი VIII-X საუკუნეებისა იყოს.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
                
                        <!--(1) ხ(ა)რ(ე)ბ(ა) 
                            “ხარება” 
                            
                            (2) (სუ)ლსა 
                            “სულსა” 
                            
                            (3) მის(ს)ა 
                            “მისსა”-->                                                       
           
                <ab>
                   <lb n="1"/><w lemma="ხარება"><expan><abbr>ხ</abbr><ex>ა</ex><abbr>რ</abbr><ex>ე</ex><abbr>ბ</abbr><ex>ა</ex></expan></w>
                   <lb n="2"/><w lemma="სულ"><supplied reason="lost">სუ</supplied>ლსა</w> 
                   <lb n="3"/><w lemma="მისი"><expan><abbr>მის</abbr><ex>ს</ex><abbr>ა</abbr></expan></w> 
                   </ab>
               </div>