ჰალას ქართული-ხუნძური წარწერა დაღესტნიდან

№ ECG387 📅 XIV 🌐 ka
XML

სავედრებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG387
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
არნოლდ ჩიქობავა, შაჰბან ჰაფიზოვი
დათარიღება · Dating
XIV

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
ჯვარი
ზომები · Dimensions
22 × 17 cm
განლაგება · Layout
წარწერა თერთმეტსტრიქონიანია
დამწერლობა · Script
ამოღარული ასომთავრული (ქართული ტექსტი) და ნუსხური (ხუნძური ტექსტი) წარწერა. შიგადაშიგ ასომთავრულში ნუსხური დამწერლობის ასოებიც ურევია (უფრო იშვიათად - პირუკუ)

ადგილმდებარეობა · Location

აღმოჩენილია· Found
ჰალას ნაქალაქარი, დაღესტანი
გარემოებანი · Circumstances
წარწერიანი ქვის ჯვარი აღმოჩნდა ხუნზახის რაიონის სოფელ ბათლაჰეჭიბის ახლოს მდებარე ჰალას ნაქალაქარზე. წარწერა ორენოვანია (ქართულ - ხუნძური). ქართული ტექსტი მოთავსებულია წარწერის დასაწყისსა და ბოლოში. შუა ნაწილში - ხუნძური ტექსტი. იგი შესრულებულია ჯვარზე, რომლის სამივე ფრთა სამწვერიანია; მარცხენა ფრთის ქვედა ნაწილი ჩამოტეხილია. მუზეუმს ჯვარი გადასცემია ბუინაქსკის ანტირელიგიური მუზეუმიდან უკანასკნელის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით (1933 წ.); სხვა ცნობები მუზეუმს არ მოეპოვება. ჯვარს არ ეტყობა ატმოსფერული ზეგავლენა. როგორც ჩანს, ის შენობის შიგნით იყო აღმართული.

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

(უა)რი ქ(რისტ)
(ეიწყალ)(ეოდორ)(მიდა)(ეოდორ)(მიდა)
სარკელი წობთეგ
5ი ბოტბ ჩაჰლტა რა
ვ ჩჰე
სიტა
(მე)ნ ო(ჳფალო)
(მერთ)ო ჩ(უე)ნო
10გაბრ(იე)ლი
დაიცო(ე)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ႿႰႨ ႵႤ
ႸႤ ႧႤ ႼႭ ႧႤ ႼႭ
ႱႠႰႩႤႪႨ ႼႭႡႧႤႢ
5Ⴈ ႡႭႲႡ ႹႠჀႪႲႠ ႰႠ
Ⴅ ႹჀႤ
ႱႨႲႠ
ႠႬ Ⴍ
ႶႭ ႹႬႭ
10ႢႠႡႰႪႨ
ႣႠႨႺႭႬ

ქართული

ჯვარი, ქრისტე შეიწყალე თეოდორე, წმიდაო თეოდორე, წმიდაო სარკელი, წობთეგ ი ბოტბ ჩაჰლტა რა... ვ ჩჰე სიტა, ამინ, უფალო ღმერთო ჩუენო, გაბრიელი დაიცუენ.

ტექსტში ხშირია ორწერტილი და ქარაგმები; ქარაგმები ხუნძურ ნაწილში მხოლოდ ერთგანაა გამოყენებული. წარწერის თავისებურებანი: პირველი სიტყვა წოდებეთში კი არაა (ჯუარო), როგორც ეს იყო მოსალოდნელი, არამედ - სახელობითში. ჯერ შესაწყალებელი თეოდორეა დასახელებული, მერე - შემწყალებელი წმიდანი; ჩვეულებრივი პირიქით არის. შესავედრებელ წმინდანად გამოყვანილია „სარკელი“. ასეთი წმინდანი ბერძნულმა და რომაულმა ეკლესიამ არ იცის. ეს სიტყვა ჩრდილოურ ხაზარულ სამყაროს მოგვაგონებს: სარკელი - „თეთრი სახლი“ - Белая Вежа ხაზართა ქალაქის სახელადაა ცნობილი. არნოლდ ჩიქობავა: „ერთ ხუნძურ აულში სარკილ კაცს ერქვაო, გადმომცა შ. მიქაილოვმა. ემინკი-ს მეცნ. თანამშრომელმა მ. გუჯეჯიანმა მიგვითითა, სარაკელ სვანური წყევლის ფორმულაში გვხვდებაო; საკითხი დამატებით ძიებას მოითხოვს.“ წარწერის ბოლო ნაწილი გაბრიელის დაცვას შესთხოვს უფალს. არნოლდ ჩიქობავას აზრით, შესაძლოა, ეს იყოს წარწერის ამომჭრელი. არნოლდ ჩიქობავა განიხილავს წარწერის შიგნით მოქცეულ ხუნძურ ფრაზას: „წობთეგი: ბოტბ: ჩაჰლტა: რა ვ: ჩ`ჰე სიტა“ ხუნძური ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მთლიანად არაა გარკვეული ფრაზის მნიშვნელობა. წობთეგი ორსიტყვიანი გამოთქმაა: წობ - ესაა ხუნძურად წაობ „წყალობა“, თეგი - ხუნძურად ლ’ეგი ნატვრითი კილოს ჩვეულებრივი ფორმაა ზმნისგან ლ’ეზე "დება". წობ თეგი „წყალობა დაიდოს“, „შეწყალებულ იქნეს“; ეს ფრაზა ამჟამადაც არ არის უცნობი გამოთქმა: ალლაჰასულ წაობ ლ’ეგი დუდა! - ღვთის წყალობა (დაგედოს) შენ! ამ ქარაგმის გახსნა ჯერ-ჯერობით არ ხერხდება. აგრეთვე დაზიანებული ადგილის აღდგენა: რ-ის შემდეგ ჩანს ა-ს თავი. ქართულ წარწერაში მაგარი წჾ გადმოცემულია ჩვეულებრივით, ლატერალურ სპირანტ ლ'-ს კი წარწერის ამომჭრელმა თ შეუფარდა. საინტერესოა, რომ თვით ხუნძურშიც, სახელდობრ, მის ანწუხურ კილოში ლ'—>თ; მაგრამ თეგი-ს თ აქ ხუნძურიდან არ უნდა მომდინარეობდეს. რა...ვ ხუნძური პირველი გრამატიკული კლასის ნიშნით (-ვ-) თავდება. აქ იგი მიმღეობას უნდა ჰქონდეს დართული. რა ზმნისას? საფიქრებელია, ეს იყოს ჰჾალტარავ - ზმნისაგან ჰჾალტიზე „მუშაობა“, „დაშვრომა“, - ნამყო დროისა - „დამაშვრალი“, „ნამუშაკევი“. მაგრამ ჩა გვრჩება აუხსნელი, ლ-ასის წინამავალი ა-ც გვაკლია (ჰჾ კი შეეძლოთ ჰ-თი გადმოეცათ, - ეს არაა დაბრკოლება); რ-ს შემდეგ დაზიანებული ადგილი ერთზე მეტ ასოს - ორს თუ სამს - გვავარაუდებინებს. შეიძლებოდა წერტილით გამოყოფილი სიტყვები ცალ-ცალკე დაგვეტოვებინა და რა...ვ დაგვეკავშირებინა ზმნასთან რაღიზე „ბრძოლა“, რაღ'ავ=რაღულავ „მებრძოლი“, воинственный, მაგრამ მაშინ დაქარგმება უნდა ვივარაუდოთ დაზიანებულ ნაწილში. ჩაჰლტა შეიძლება იყოს ლოკატივი კითხვაზე სად? (ჩაჰლტა ‹- ჩაჰლდა, როგორც ეს ხუნძახის რაიონშია ჩვეულებრივი) და მაშინ ადგილის გარემოებასთან გვექნება საქმე; მაგრამ შეუძლებელი არაა ეს იყოს ჩალთა „საბრძოლო ნაჯახი“; ასეთ შემთხვევაში ის მიეკედლებოდა მომდევნო სიტყვას რაღ`ავ = „რაღულავ“. ჩ'ჰე ? ჩაფჴენ (ჩაფხენ)- თავდასხმა? სიტა, თუ წინა სიტყვის ბოლო არაა. სი-ს ლოკატივი იქნება: სი-კოშკი, სიტა (‹- სიდა) - კოშკი (კოშკზე). -ტა-თი დაბოლოებული ლოკატივი ისევ ხუნძახურ რაიონზე მიგვითითებს. ბოტბ.... ეს სიტყვა მოსდევს თეგი-ს; უკანასკნელი ზმნაა და მოითხოვს ლოკატივს („წყალობა შენდა... მისდა....“); ბოტბ -და / -ტა წარმოების ლოკატივი არაა. მაშასადამე, ბოტბ არ შეიძლება იყოს ის პირი, რომლის შეწყალებას სარკელის შესთხოვენ. აქ ისევ გარემოების აღმნიშვნელ სიტყვასთან უნდა გვქონდეს საქმე. გვერდს ვერ ავუვლით ბო-ს: ბო-ჯარი, მაგრამ ფორმაა გაუგებარი; ბატჿ-ის არაზუსტი გადმოცემა თუა: - „ჯარში“? ერთი რამ მაინც გამორიცხულია: ბოტბ სიტყვის ბოლოკიდური ბ მესამე კლას-კატეგორიის ნიშნიანი ლოკატივი (ტიპისა - რუყო-ბ, რუყო-ჲ, რუყო-ვ „სახლში“) ვერ იქნება: მიმღეობის ვ (რა...ვ) პირველი კლასისა ამას გამორიცხავს (საერთო წესების თანახმად). ეგევე სამიმღეობო დაბოლოება ცხადყოფს, რომ წარწერა მამაკაცს ეხება და მისთვის შეწყალების გამოთხოვას შეიცავს.“ პალეოგრაფიული ნიშნებით არნოლდ ჩიქობავა წარწერას XIV საუკუნით ათარიღებს; ისტორიული კონტექსტიც ამას უჭერს მხარს: თემურ ლენგის შემდეგდროიდელ დაღესტანში ამგვარი ძეგლის აღმართვა სავარაუდებელი არაა, მეთოთხმეტე საუკუნეში კი ეკლესიაც კი აშენებულა შიგნით დაღესტანში, ხუნძურ ყოისუს ხეობაში, დათუნში, ხუნძახის რაიონის სამხრეთით. შაჰბან ჰაფიზოვი ტექსტის V სტრიქონის მეორე სიტყვას ჩაჰლტა-ს მაგიერ კითხულობს როგორც ჩოჰლტა, სხვა ეტიმოლოგიას უძებნის წარწერის ხუნძურ ტექსტს და ამგვარ წაკითხვას გვთავაზობს: „ჯვარი. ქრისტე, შეიწყალე თეოდორე! წმიდაო თეოდორე, წმიდაო სარკელი! შეიწყალენით ყველა და-ძმა [და] ქმარი. ამინ, უფალო! უფალო ჩვენო, გაბრიელი დაიცავ!

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">

                        <!-- ჯრი'ქე
                            შ'ეთ'ე წ
                            ო'თ'ე: წ'ო
                            სარკელი: წობთეგ
                        ი:ბოტბ: ჩაჰლტა: რა...
                        ვ:ჩ`ჰე
                        სიტა
                        ა`ნ: ო`
                        :ღ`ო: ჩნო
                        გაბრლი
                        დაიცოჳნ-->

                <ab>
                   <lb n="1"/><w lemma="ჯუარ"><expan><abbr>ჯ</abbr><ex>უა</ex><abbr>რი</abbr></expan></w>
                              <w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
                   <lb n="2"/><w lemma="შეწყალება"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეიწყალ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
                               <persName type="local" key="თეოდორე"><expan><abbr>თ</abbr><ex>ეოდორ</ex><abbr>ე</abbr></expan></persName>
                                <w lemma="წმიდა"><expan><abbr>წ</abbr><ex>მიდა</ex>
                    <lb n="3" break="no"/><abbr>ო</abbr></expan></w>
                                <persName type="saint" key="წმ. თეოდორე"><expan><abbr>თ</abbr><ex>ეოდორ</ex><abbr>ე</abbr></expan></persName>
                                <w lemma="წმიდა"><expan><abbr>წ</abbr><ex>მიდა</ex><abbr>ო</abbr></expan></w>
                    <lb n="4"/>სარკელი წობთეგ
                    <lb n="5"/>ი ბოტბ ჩაჰლტა რა<gap reason="lost" extent="unknown" unit="chars"/>
                    <lb n="6"/>ვ ჩჰე
                    <lb n="7"/>სიტა
                    <lb n="8"/><w lemma="ამინ"><expan><abbr>ა</abbr><ex>მე</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                               <w lemma="უფალ"><expan><abbr>ო</abbr><ex>ჳფალო</ex></expan></w>
                    <lb n="9"/><w lemma="ღმერთ"><expan><abbr>ღ</abbr><ex>მერთ</ex><abbr>ო</abbr></expan></w>
                               <w lemma="ჩუენ"><expan><abbr>ჩ</abbr><ex>უე</ex><abbr>ნო</abbr></expan></w>
                    <lb n="10"/><persName type="local" key="გაბრიელ"><expan><abbr>გაბრ</abbr><ex>იე</ex><abbr>ლი</abbr></expan></persName>
                    <lb n="11"/><w lemma="დაცვა"><expan><abbr>დაიცო</abbr>ჳ<ex>ე</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                </ab>

            </div>