ტად-რაალის ქართული-ხუნძური წარწერა დაღესტნიდან

№ ECG388 📅 XIV 🌐 ka
XML

სავედრებელი

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG388
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
ტოგო გუდავა, შაჰბან ჰაფიზოვი
დათარიღება · Dating
XIV

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
ჯვარი
ზომები · Dimensions
14 × 10 × 4 cm
განლაგება · Layout
წარწერა ცამეტსტრიქონიანია. იგი გამოკვეთილია კირქვის ჯვარზე. ზემო ნაწილის მარჯვენა მხარე დაზიანებულია, ქვედა ნაწილი გადატეხილია, მაგრამ ნატეხი შენახულია. ჯვარს კიდეებზე უვლის არშია (ორი პარალელური ღარი), ცენტრში კი მრგვალი ორნამენტია გამოყვანილი. პატარა მრგვალი ორნამენტია აგრეთვე ზემო და მარჯვენა კიდეზე.
დამწერლობა · Script
ამოღარული ნუსხურნარევი ასომთავრული და ნუსხური წარწერა

ადგილმდებარეობა · Location

აღმოჩენილია· Found
ხუნძი, დაღესტანი
დაცულია · Current
ხუნძი, დაღესტან
გარემოებანი · Circumstances
ორენოვანი წარწერა (ქართულ - ხუნძური) ნაპოვნია 1950 წელს ისტორიის მასწავლებელ დიბირ ათაევის მიერ ზედ ხუნზახთანვე (მის ჩრდილოეთით) ტად-რაალში, სადაც, როგორც ჩანს, წინათ ქრისტიანული სასაფლაო ყოფილა

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

(უა)
(რისტ)ესი
(მიდა)ო ა[თორმ]ეტნო
5მოციქო(ჳ)ლნო
(ეიწყალ)(რისთა)
[ერ][ტა]
10თიმალატა წო ბეგ ა(მე)
(ჳფალ)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ႿႰ
ႵႤႱႨ
ႼႭ Ⴀ
ႤႲ
5ႬႭ ႫႭ
ႺႨႵႭႪႬႭ ႸႤ
ႡႨ
10 ႧႨႫႠ
ႪႠႲႠ Ⴜ
Ⴍ ႡႤႢ ႠႬ
ႭႭ

ქართული

ჯვარი ქრისტესი. [..] წმიდაო ათორმეტნო მოციქულნო, შეიწყალე ერისთავი [?] ბ[ერ?]ი[ტა?] თიმალატა წო ბეგ, ამინ უფალო.

წარწერაში ნახმარია განკვეთილობის ნიშნები და ქარაგმები. გამომცემლის აზრით, თუ ევი მართლაც ერისთავს ნიშნავს, მაშინ მოსალოდნელია მომდევნო სიტყვა ამ ერისთავის სახელი ყოფილიყო (ამ სიტყვის ბოლო ნაწილი ჩანს ბერიტა თუ ბირიტა. ისიც შესაძლოა, რომ ტა ადგილობითი ბრუნვის ნიშანი იყოს). საინტერესოა სიტყვა თიმალატაწობეგ. ტოგო გუდავას აზრით, ეს ხუნძური წინადადებაა და სამ სიტყვად იშლება: თიმალატა წობ ეგ. აქ გადმოცემული უნდა იყოს დღევანდელი ხუნძურის ლ'იმალატა წაობ ლ'ეგი, რაც ნიშნავს „ბავშვებზე წყალობა დადევი“ (ე.ი. ბავშვები შეიწყალე). პირველ სიტყვაში ხუნძური ყრუ ფშვინვიერი სპირანტი ლ' გადმოცემულია თ–თი. ქართულს ლ' ბგერა (და მისი შესატყვისი ნიშანი) არა აქვს, ამდენად მისი თ-თი გადმოცემა შეიძლება აიხსნას აკუსტიკური სიახლოვით (ლ' გამოთქმაში დაახლოებით თლ-ს უდრის). ხუნძურის ანწუხურ დიალექტში ლ' იძლევა კიდეც თ-ს, მაგრამ, გამომცემლის აზრით, ძნელია დავუშვათ, რომ წინათ ასეთი მოვლენა გვქონდა ხუნძახშიც (სადაც წარწერაა ნაპოვნი). ლ' ამავე თ-თია გადმოცემული არნ. ჩიქობავას მიერ გამოქვეყნებულ წარწერაშიც (არნ. ჩიქობავა. ქართულ-ხუნძური წარწერა XIV საუკუნის დაღისტნიდან. სსრკ მეცნ. აკად. საქართველოს ფილიალის მოამბე ტ.1, N4, 1929. 323): თეგი – ლ'ე - გი. ლ'იმალატა მრავლობითი რიცხვის ლოკატიური ბრუნვის ფორმაა. ამ სიტყვის სახელობითია ლ'იმერ, მრავლობით რიცხვში - ლ'იმალ. თანამედროვე ხუნძური ნორმის მიხედვით, წარწერაში უნდა გვქონოდა ლ'იმალაზდა (ლ'იმალ – მრ. რიცხვის სახელობითი+ა ჩანართი ხმოვანი+ზ ერგატივის ნიშანი, რომელიც ირიბ ბრუნვებში გადაყვება, და I სერიის ლოკატიური ბრუნვის ნიშანი). მაგრამ წარწერაში დადასტურებული ფორმა (თიმალატა) საყურადღებო სწორედ იმითაა, რომ აქ ზ არ ჩანს, ხოლო ლოკატიური ბრუნვის ნიშნად და-ს ნაცვლად - ტა გამოდის. არც ერთი ეს მოვლენა შემთხვევითი არაა: წარწერის ამომჭრელმა, თუ პირველ ასოს (თ-ს) არ მივიღებთ მხედველობაში, აქ ზუსტად გადმოსცა ხუნძახური დიალექტური ფორმა ლ'იმალატა. ერგატივისეული ზ-ს დაკარგვა (მრ.რიცხვში) ხუნძახურისათვის ბუნებრივია ამჟამადაც საერთოდ და კერძოდ ამ სიტყვაში. ხუნძახური ნორმაა დაცული ლოკატიური ბრუნვის ნიშნის გადმოცემაშიც, სალიტერატურო ხუნძურისაგან განსხვავებით ხუნძურში ჩვეულებრივია -ტა სუფიქსიანი ფორმები (დიტა „ჩემზე“, ნუხტა „გზაზე“, განჭიტა ქვაზე) იგი უცხო არაა რიგი სხვა (უპირატესად სამხრული) დიალექტებისათვისაც. ეს ფაქტი საინტერესოა ხუნძური ენის ისტორიისათვისაც. ჩანს, ლოკატივის ნიშნად ტ–ს გამოყენება, ასევე ერგატივისეული ზ-ს უქონლობა საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონე მოვლენებია, ტ შესაძლოა უფრო ძველიც იყოს დ-ზე. მეორე სიტყვა წობ წყალობას ნიშნავს. ხუნძურში წ გემინირებულია (წоობ), ქართულში იგი გემინირებულ თანხმოვანთა უქონლობის გამო გადმოცემულია სათანადო მარტივი თანხმოვნით. ეს სიტყვა ასევეა წარმოდგენილი არნ. ჩიქობავას მიერ გამოქვეყნებულ წარწერაში (არნ. ჩიქობავა. ქართულ-ხუნძური წარწერა XIV საუკუნის დაღისტნიდან. სსრკ მეცნ. აკად. საქართველოს ფილიალის მოამბე ტ.1, N4, 1929. 322–323). მესამე სიტყვა ლ'ეგი „დადევ“ (პრდ. „დაგედოს“) ნატვირთი კილოს ფორმაა ზმნისა ლ'ეზე დადება. წარწერაში ეს სიტყვა ძლიერ დამახინჯებულია: აკლია თავკიდური თანხმოვანი ლ' (რომელიც თ-ს სახით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი) და ბოლოკიდური ხმოვანი ი (–გი ფორმანტის ნაწილი). არნ. ჩიქობავას მიერ გამოცემულ წარწერაში ეს სიტყვა უკეთაა დაცული, იქ თეგი იკითხება. წჾობ ლ'ეგი ბუნებრივი ხუნძური გამოთქმაა, ობიექტი, ვის წყალობასაც, შესთხოვენ (უფალს), ამჟამადაც - ტა [და]იან ლოკატიურ ბრუნვაში ისმის. ხუნძურ ნაწილში არ გვხვდება ქარაგმა და გაყოფის ნიშნები. შაჰბან ჰაფიზოვი წარწერას ამგვარად აშინაარსებს: „ჯვარი ქრისტესი, წმიდაო ათორმეტნო მოციქულნო, შეიწყალენ ერისთავი, ზედა... ბერი, შვილებს წალობა ეყოს. ამინ, უფალო!

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">

                        <!--  ჯრ[ი]
                              ქესი
                            [?] წო ა
                            [თორმ]ეტ
                            ნო მო
                            ციქო
                            ლნო შ
                            ე ე[ვი]
                            [..]ბ(ე?) (რ?)  ი
                            (ტ ?) (ა ?) თიმა
                            ლატაწ
                            ობეგ ან
                            ოო -->

                <ab>
                   <lb n="1"/><w lemma="ჯუარ"><expan><abbr>ჯ</abbr><ex>უა</ex><abbr>რ</abbr><supplied reason="lost">ი</supplied></expan></w>
                    <lb n="2"/><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ესი</abbr></expan></w>
                    <lb n="3"/><!-- <gap reason="lost" extent="unknown" unit="chars"></gap>  -->
                            <w lemma="წმიდა"><expan><abbr>წ</abbr><ex>მიდა</ex><abbr>ო</abbr></expan></w>
                            <w lemma="ათორმეტ">ა
                    <lb n="4" break="no"/><supplied reason="lost">თორმ</supplied>ეტ
                    <lb n="5" break="no"/>ნო</w>
                            <w lemma="მოციქულ"><expan><abbr>მო
                    <lb n="6" break="no"/>ციქო</abbr><ex>ჳ</ex>
                    <lb n="7" break="no"/><abbr>ლნო</abbr></expan></w>
                                <w lemma="შეწყალება"><expan><abbr>შ</abbr>
                    <lb n="8" break="no"/><ex>ეიწყალ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
                                <persName type="local" key="ბ[ერ?]ი[ტა?] ერისთავი"><roleName nymRef="ერისთავ"><w lemma="ერისთავ"><expan><abbr>ე</abbr><ex>რისთა</ex><supplied reason="lost"><abbr>ვი</abbr></supplied></expan></w></roleName>
                    <lb n="9"/>
                            ბ<supplied reason="lost" cert="low">ერ</supplied>ი
                    <lb n="10" break="no"/><supplied reason="lost" cert="low">ტა</supplied></persName>
                            თიმა
                    <lb n="11" break="no"/>ლატა წ
                    <lb n="12" break="no"/>ო ბეგ
                        <w lemma="ამინ"><expan><abbr>ა</abbr><ex>მე</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                    <lb n="13"/><w lemma="უფალ"><expan><abbr>ო</abbr><ex>ჳფალ</ex><abbr>ო</abbr></expan></w>
                </ab>
               </div>