ლიპის ეკლესიის ქვა

№ ECG429 📅 VI-VIII 🌐 grc
XML

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG429
ენა · Language
grc
რედაქტორი · Editor
თინათინ ყაუხჩიშვილი
დათარიღება · Dating
VI-VIII

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
პრიზმა
განლაგება · Layout
პრიზმის ერთ-ერთ გვერდით წახნაგზე არის ბერძნული წარწერა, რომელსაც უკავია ზედა ნაწილი (ამის ქვემოთ 24 სმ. სიმაღლე სულ თავისუფალია, ეს ნაწილი დამუშავებულია, მაგრამ ზედ წარწერის კვალიც კი არაა). ქვა პრიზმის ფორმისაა, გვერდითი წახნაგები კარგად არის დამუშავებული, თავი გადამტვრეულია.

ადგილმდებარეობა · Location

აღმოჩენილია· Found
ლიპი · Lipi
დაცულია · Current
ლიპი
გარემოებანი · Circumstances
ნივთი აღმოჩენილია ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

βχ
καὶ Θεόπιστος

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

ΒΧ
ΚΑῚ ΘΕΌΠΙΣΤΟΣ

ქართული

... და თეოპისტე

1948 წლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (აკად. ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით) სოფ. ლიპის მახლობლად ნახა ცალნავიანი საკმაოდ დანგრეული ეკლესია, რომელსაც მინაშენი აქვს. ნაგებობას ეტყობოდა რამდენიმე გადაკეთების კვალი (თავდაპირველად VI ს-ის ნაგებობა ჩანდა, არის VIII ს-ის ფენაც და ა.შ.). ამ ეკლესიის გვერდით ეგდო ქვა, მოცისფრო ვულკანური, საკმაოდ მკვრივი ტუფი. ეს ქვა ჩამოტანილ იქნა თბილისში და ინახებოდა ისტორიის ინსტიტუტში, თუმცა ინსტიტუტის შენობიდან შენობაში გადასვლის შემდეგ ეს ქვა დაიკარგა როგორც ჩანს, ეს არის წარწერის ფრაგმენტი და უეჭველია, რომ ამავე ქვაზე ზემოთაც იქნებოდა წარწერა. თუ ეს სტელა არ არის (და ამ ეკლესიის, ან სხვა რაიმე ნაგებობის კუთვნილი ერთ-ერთი ქვაა), მაშინ მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე ქვებზედაც იქნებოდა ტექსტი. მარტო ამ ერთი ბერძნული სახელით (თეოპისტე) ძნელია წარწერის შინაარსის გარკვევა. ძნელი სათქმელია წარწერაში მოხსენიებული სახელით ვინ იყო აღნიშნული: ქტიტორი, ხელოსანი თუ მიცვალებული. წარწერის პირველი სტრიქონი დაზიანებულია და არ იკითხება. ასოთა მოხაზულობის მიხედვით (ჩაღრმავებული კუთხეები, ჩატეხილბუნიანი α, მრგვალი ο და Θ, ამ დროს კუთხოვანი Ε, ორგვარი σ - c და Σ). წარწერა მოგვაგონებს ატენის ეკლესიის ფასადის ბერძნულ წარწერას, და ნაწილობრივ ვაშნარისას, ოღონდ ასოები აქ უფრო ბეჯითად არის გამოყვანილი. ამას მიზეზი შეიძლება ორი ჰქონდეს: ატენის წარწერა უკვე კედელში ჩადგმულ ქვაზე არის და ამდენად უფრო დაუდევრად ჩაჭრილი. ხოლო ლიპის წარწერა შეიძლება ხელში კარგად მოსახმარ ქვაზეა ამოჭრილი ან უკეთესი ხელოსნის გაკეთებული. ან შეიძლება უფრო ადრინდელია, ვიდრე ატენისა და ვაშნარის წარწერები (ε იქ ორივეგან მრგვალია, აქ კი კუთხოვანი). წარწერა ადრე ბიზანტიური ხანით უნდა დათარიღდეს (VI-VIIსს-ით).

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="grc" xml:space="preserve">
                
                        <!--  ΒΧ    ΚΑΙΘΕΟΠΙCΤΟΣ   καὶ Θεόπιστος -->
         <ab>
            <lb n="1"/><unclear>βχ</unclear>
             <lb n="2"/><w lemma="καί">καὶ</w> <persName type="local" key="თეოპისტე (Θεόπιστος)"><name nymRef="Θεόπιστος">Θεόπιστος</name></persName>
         </ab>    
                
            </div>