ბედიის კონსტანტინე (I) მეფეთა მეფის წარწერა
მემორიალური
კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition
დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition
ქართული
ადიდე, ღმერთო, მეფეთა მეფე კონსტანტინე, დავითის ძე, ამინ.
დაზიანება: ნაწერი ოდნავ გადარეცხილია. ლ. ახალაძე: ცნობილია, რომ დავით ნარინს ოთხი ვაჟი ჰყავდა, სამი თამარ ანამნელისძისგან: ვახტანგი, კონსტანტინე და მიქაელი. ანა პალეოლოგოსის, ტრაპიზონის კეისრის ასულისაგან ჰყავდა ერთი ვაჟი — „უმრწმესი“ ალექსანდრე. უფროსი ძე ვახტანგი 1289 წელს, დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში გაამეფეს. იგი მალევე — 1293 წელს გარდაიცვალა. ამდენად, დავით ნარინის მემკვიდრე გახდა ვახტანგის მომდევნო ძმა — კონსტანტინე. ჟამთააღმწერლის ცნობით, „ხოლო მიიღო მეფობა კონსტანტინე, პირმშოებითა ძალითა, მეფობასა წინააღუდგა ძმა მისი მიქელ და დაიპყრა ქვეყანა რაჭისა და არგვეთი, და დღეთა მათთა იშლებოდეს სამეფო, რომელთა საქმენი არა მოხსენებულ არიან და არა ყვეს მშვიდობა, ვიდრე არა მიიცვალნეს, რამეთუ რომელსა ჟამსა დაიზავიან, მყის შეიშალიან“ (35ა. 295). კონსტანტინე დავითის ძის გამეფებასთან დაკავშირებულ მწვავე პოლიტიკურ მოვლენებს აღწერს ვახუშტი ბაგრატიონიც: „შემდგომად ნარინ დავითისა მიიღო უხუცესმან ძმან მისმან კონსტანტინე მეფობა, არამედ ამას წინ აღუდგა უმრწმესი ძმა მისი მიქელ და დაიპყრა მიქაელ რაჭა და არგვეთი და დღეთა მათთა აქუნდათ შფოთლობანი და შფოთი და არასდ ს ჰყვეს მშვიდობა“ (8. 238-239). სამეფო კარზე ჩამოვარდნილი შინაური აშლილობით ისარგებლეს სხვა მსხვილმა ფეოდალებმაც, „დღეთა მათთა იშლებოდა სამეფო“ — წერს მემატიანე, რაშიც ალბათ, განდიდებულ ფეოდალთა დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფება იგულისხმებოდა; საფიქრებელია, რომ ეს მისწრაფება მეტად უსუსური და არამყარი იყო, რადგან ბედიის წარწერა აშკარად ადასტურებს, რომ კონსტანტინე მეფეს ემორჩილებოდა ოდიშიცა და აფხაზეთიც. მიუხედავად შინააშლილობის მცდელობისა, კონსტანტინე მეფე, როგორც ჩანს, მაინც ახერხებდა მსხვილი სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას. ბედიის ტაძრის ხელახალი მშენებლობა, თუ საფუძვლიანი რეკონსტრუქცია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე უნდა მომხდარიყო, რასაც ადასტურებს 60-იანი წლების გათხრები, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ სუმეონის წარწერის განხილვისას. ჩვენი აზრით, აღნიშნული მშენებლობა კონსტანტინე მეფის ინიციატივით უნდა მომხდარიყო, რადგან ჩვეულებრივ, ტაძრის ფასადებზე მეფეთა სადიდებელ წარწერებს ასეთ შემთხვევაში აკეთებდნენ. XX ს. 60-იანი წლების აღმოჩენებმა კონსტანტინე მეფის საქმიანობის ახლებური შეფასების შესაძლებლობა მოგვცა. XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე სხვა ვის უნდა ეწარმოებინა ტაძრის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, თუ არა მეფეს, რომლის სადიდებელი ლაპიდარული წარწერა შემორჩა ტაძრის კედლებს? იმავე ბედიის სამრეკლოზე მოთავსებული ნიკოლოზ კათალიკოსისა და სოფრონ ბედიელის წარწერის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი მოწმობს, რომ ისინი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე, ე.ი. კონსტანტინე მეფის ზეობის ხანაში მოღვაწეობდნენ. როგორც ჩანს, ბედიის ტაძრის ხელახალი მშენებლობა-რესტავრაცია სწორედ მათ: კონსტანტინე მეფის, ნიკოლოზ კათალიკოსისა და სოფრონ ბედიელის სახელებთან არის დაკავშირებული. კონსტანტინე მეფეთა მეფის წარწერა ერთიანდება ბედიის ტაძრის მემორიალური წარწერების რიცხვში. იგი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ აზუსტებს ბედიის ტაძრის სამრეკლოს მშენებლობის თარიღს. წარწერის მიხედვით, სამრეკლო 1293-1327 წლებში აიგო. ასევე ადასტურებს ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის აზრს დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის (1247-1293) შემდეგ კონსტანტინეს გამეფების შესახებ. წარწერა აშკარად მიუთითებს, XX საუკუნის 60-იანი წლების აღმოჩენების სიმართლეს, რომ XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე ბედიის მონასტერში მართლაც გრანდიოზული სარესტავრაციო-სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულა და მათი ინიციატორი კონსტანტინე მეფე ყოფილა. ასეთი სახის მშენებლობის ჩატარება მხოლოდ ძლიერ ხელისუფალს შეეძლო, რომელიც განსაკუთრებით დიდი გავლენით სარგებლობდა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში.
<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
<ab>
<!-- ადიდენ ღ(მერთმა)ნ მეფეთა
მეფე კონსტანტ(ი)ნე, ძე
დავითისი, ა(მე)ნ-->
<lb n="1"/> <w lemma="ადიდებს">ადიდენ</w> <w lemma="ღმერთი"><expan><abbr>ღ</abbr><ex>მერთმა</ex><abbr>ნ</abbr></expan></w> <roleName><w lemma="მეფე">მეფეთა</w>
<lb n="2"/> <w lemma="მეფე">მეფე</w></roleName> <persName type="local" key="კონსტანტინე I (ნარინის ძე)"><expan><abbr>კონსტანტ</abbr><ex>ი</ex><abbr>ნე</abbr></expan></persName> <w lemma="ძე">ძე</w>
<lb n="3"/> <roleName>დავითისი</roleName> <w lemma="ამენ"><expan><abbr>ა</abbr><ex>მე</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
</ab>
</div>