ანტონ ბედიელის წარწერა
სავედრებელი
ქართული
ამ პალატის აღმშენებელ, ბედიელ მიტროპოლიტ ანტონ ჟუანისძეს შეუნდოს ღმერთმა, ამინ
წარწერა ქვის ატკეცვის შედეგად ადგილ-ადგილ (მე-2 სტრ. შუა ნაწილი, მე-3 სტრ. თითქმის მთიანად) დაზიანებულია. ლ. ახალაძე: წარწერის ტექსტში მოხსენიებული ისტორიული პირი ანტონ ჟუანისძე შუა საუკუნეების საქართველოს ეკლესიის მნიშვნელოვანი მოღვაწეა. მისი საეკლესიო და საზოგადოებრივი საქმიანობა შეუსწავლელია, თუმცა ისტორიამ შემოინახა ცალკეული მასალები, რომელთა გაცნობა საშუალებას იძლევა მის პიროვნებაში მრავალმხრივ განათლებული და ქართული კულტურის დაწინაურებით დაინტერესებული მოღვაწე დავინახოთ (73.196-200). როგორც ბედიის მონასტრის სამშენებლო წარწერიდან ჩანს, ანტონ ბედიელის თაოსნობით აშენებულა საეპისკოპოსო პალატა, სადაც ჩვენი აზრით, ინახებოდა ბედიის ცნობილი წიგნთსაცავი და ტაძრის საჭურჭლე. წიგნთსაცავში ანტონის მითითებითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა ქართულ სიძველეთა განახლება, კერძოდ, მან წესრიგში მოიყვანა ვარძიის ოთხთავი, რომელიც გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანის XII-XIII სს. ხელნაწერს წარმოადგენს. აღნიშნულ ოთხთავზე გაკეთებულია მინაწერები, ერთ-ერთში მთავარეპისკოპოსის ხარისხით იხსენიება ანტონ ჟუანის ძე – მინაწერი №4; „სულკურთხეულისა დადიანისა მამიასს შ(ეუნდვ)ნ(ე)ს ღ(მერთმა)ნ; მათსა მეუღლეს, დედოფალთა დედოფალსა ელენეს [ყოფილსა] ეკატერინეს, შ(ეუნდვ)ნ ღ(მერთმა)ნ; სულსა კურთხეულისა ბედიელ მთავარეპისკოპოსისა ჟუანისძესა ანტონესა შ(ეუნდვ)ნ(ე)ს ღ(მერთმა)ნ; მისთა დედათა და მამათა, შ(ეუნდვ)ნ(ე)ს ღ(მერთმა)ნ“ (50.308). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხთავი გიორგი მთაწმინდელის თარგმანს წარმოადგენს და მის ტექსტს ყოველ გვერდზე დართული აქვს პარალელური ადგილების მითითება. ვარძიის ოთხთავს მეტად საყურადღებო თავგადასავალი აქვს. მის ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებულია „პატრონი იესე“. მინაწერის მიხედვით, ვარძიის ოთხთავი ტყვედ ჩავარდნიათ „თათრებს“, „ოდეს ყეენმა ჯავახეთი აღაოხრა და ვარძიის საყდარი დალეწა“
<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
<ab>
<!-- აღმაშე(ნე)ბელი პალატისა ამის ე(პისკოპოსი), ბედიელ მიტრაპოლიტი ანტონი [ჟუანისძე, შ(ეუნდო)ს ღ(მერთმა)ნ, ა(მე)ნ]-->
<lb n="1"/><w lemma="აღმაშენებელი"><expan><abbr>აღმაშე</abbr><ex>ნე</ex><abbr>ბელი</abbr></expan></w> <w lemma="პალატი">პალატისა</w> <w lemma="ამ">ამის</w> <roleName nymRef="ეპისკოპოსი"><expan><abbr>ე</abbr><ex>პისკოპოსი</ex></expan></roleName>
<lb n="2"/><placeName type="ethnic" ref="ბედიელი">ბედიელ</placeName> <roleName nymRef="მიტროპოლიტი">მიტრაპოლიტი</roleName> <persName type="local" key="ანტონ ჟუანისძე [ბედიის მიტროპოლიტი]">ანტონი</persName>
<lb n="3"/><supplied reason="lost"><persName>ჟუანისძე</persName> <w lemma="უნდობს"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეუნდო</ex><abbr>ს</abbr></expan></w> <w lemma="ღმერთი"><expan><abbr>ღ</abbr><ex>მერთმა</ex><abbr>ნ</abbr></expan></w> <w lemma="ამინ"><expan><abbr>ა</abbr><ex>მე</ex><ex>ნ</ex></expan></w></supplied>
</ab>
</div>