ქობაირის მონასტრის ეპიტაფია ივანე მანდატურთუხუცესის ასულისა და გურკენელი სულას მეუღლის თამარისა

№ ECG342 📅 XIII-XIV 🌐 ka
XML

ეპიტაფია

ძირითადი ინფორმაცია · Basic Information

ID
ECG342
ენა · Language
ka
რედაქტორი · Editor
გიორგი გაგოშიძე
დათარიღება · Dating
XIII-XIV

ფიზიკური აღწერა · Physical Description

მასალა · Material
ობიექტი · Object Type
ზომები · Dimensions
182 × 79,5 cm
განლაგება · Layout
წარწერა ოთხსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია რუხი ფერის ოთხკუთხა საფლავის ქვაზე, რომელიც ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის კარიბჭის იატაკში, საფლავის ქვების აღმოსავლეთიდან პირველ რიგში, სამხრეთიდან მეორე და მეოთხე საფლავის ქვებს შორის არის ჩადგმული. საფლავის ქვა სამ ნაწილად არის გადატეხილი, თუმცა ნაწილები ერთმანეთისაგან დაცილებული არ არის.
დამწერლობა · Script
ამოღარული ასომთავრული წარწერა

ადგილმდებარეობა · Location

დაცულია · Current
ქობაირის მონასტერი, სომხეთი · Kobairi Monastery, Armenia

კრიტიკული გამოცემა · Interpretive Edition

ას(უ)ლისა და გურკენელისა
(უ)ლას მეუღლისა
(ა)(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)

დიპლომატიური გამოცემა · Diplomatic Edition

† ႤႱႤ ႱႴႪႥႨ ႨႥႬႤ ႫႬႣ
ႠႲႰႧႾႺႱႨႱႠ ႠႱႪႨႱႠ ႣႠ ႢႳႰႩႤႬႤ
ႪႨႱႠ ႱႪႠႱ ႫႤႳႶႪႨႱႠ
ႸႬ ႶႬ

ქართული

ეს არის საფლავი ივანე მანდატურთუხუცესის ასულის, სულა გურკენელის მეუღლის, თამარის. შეუნდოს ღმერთმან.

წარწერაში ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია განივი ტეხილი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები: ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტის ბოლოს დასმული იყო წვერით მარჯვნივ მიმართული ისრისპირისებური ნიშანი. ტექსტში ბგერა უ, ერთ შემთხვევაში, Ⴍ-ს (ო) საშუალებით არის გადმოცემული; გვხვდება ლიგატურებისა და შეწიაღების შემთხვევები. საფლავის ქვის ზედაპირი გადაცვეთილია, რის გამოც მთელი რიგი გრაფემები გაჭირვებით იკითხება, ზოგიერთი გრაფემა კი საერთოდ აღარ განირჩევა. თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშიძის დაკვირვებით, თამარ მხარგრძელის ეპიტაფიაში „გურკენელის“ ფორმით XIII საუკუნის სამცხის ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული არისტოკრატული გვარი - გურკელელი//გურკლელი უნდა იყოს მოხსენიებული. თუ ეს დაკვირვება სწორია, მაშინ გამოდის, რომ ეპიტაფიას არამხოლოდ მხარგრძელთა ფეოდალური სახლის, არამედ გურკელელთა საგვარეულოს ისტორიისათვისაც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის. ეპიტაფიის ტექსტიდან, სახელდობრ, ირკვევა შემდეგი: 1. წარწერაში მოხსენიებულია, დაახლოებით, XIII საუკუნის II ნახევარსა და XIV საუკუნის I ნახევარში მოღვაწე უცნობი ისტორიული პირი - სულა გურკენელი, რომელიც ქართველი ანონიმი ჟამთააღმწერლის „ასწლოვანი მატიანიდან“ კარგად ცნობილი ისტორიული პირების - საქართველოს მეფეების რუსუდანისა (1223-1245 წწ.) და დავით VI ნარინის (1246-1249/1259 წწ.) ამირეჯიბის ბეშქენ მახუნჯაგის ძე გურკელელისა (1240-იანი წწ.) და ამ უკანასკნელის ძმისა თუ ვაჟის მურვან გურკელელის (1260-იანი წწ.) შთამომავალი უნდა იყოს. 2. ეპიტაფიიდან ცნობილი ხდება, რომ მანდატურთუხუცეს ივანე II მხარგრძელის ოჯახი გურკელელთა საგვარეულოსთან ქორწინების გზით იყო დანათესავებული: ივანე II-ის ასული თამარი სულა გურკენელის მეუღლე იყო. საგულისხმოა, რომ მხარგრძელთა და გურკელელთა ფეოდალური სახლების წევრებს არამხოლოდ XIII საუკუნის II ნახევარსა და XIV საუკუნის I ნახევარში, არამედ შედარებით უფრო ადრეულ პერიოდშიც ერთმანეთთან საკმაოდ ახლო კავშირურთიერთობები ჰქონდათ: ივანე II მხარგრძელის მამა, შანშე I მხარგრძელი, XIII საუკუნის I ნახევარსა და შუახანებში (1261/1262 წ-მდე) მანდატურთუხუცესის სახელოს ფლობდა, სულა გურკენელის ერთ-ერთ ახლო წინაპარს, ბეშქენ გურკელელს კი, იმავე პერიოდში, ამირეჯიბის, ანუ მანდატურთუხუცესის თანაშემწის თანამდებობა ეკავა და სწორედ შანშე I-ის ხელქვეითი მოხელე იყო.

<div xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0" type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">

                        <!-- † ესე ს(ა)ფლ(ა)ვი ივ(ა)ნე მ(ა)ნდ
                            ატ(უ)რთ(უ)ხ(უ)ც(ე)სისა ას(უ)ლისა და გურკენე
                            ლისა ს(უ)ლას მეუღლისა
                            თამ(ა)რისი. შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ-->


                <ab>
                   <lb n="1"/>†<w lemma="ესე">ესე</w>
                            <w lemma="საფლავ"><expan><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ფლ</abbr><ex>ა</ex><abbr>ვი</abbr></expan></w>
                            <persName type="local" key="ივანე II მხარგრძელი" ref="http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/ივანე_(II)_მხარგრძელი"><name nymRef="ივანე"><expan><abbr>ივ</abbr><ex>ა</ex><abbr>ნე</abbr></expan></name>
                            <roleName nymRef="მანდატურთუხუცეს"><expan><abbr>მ</abbr><ex>ა</ex><abbr>ნდ
                    <lb n="2" break="no"/>ატ</abbr><ex>უ</ex><abbr>რთ</abbr><ex>უ</ex><abbr>ხ</abbr><ex>უ</ex><abbr>ც</abbr><ex>ე</ex><abbr>სისა</abbr></expan></roleName></persName>
                                <w lemma="ასულ"><expan><abbr>ას</abbr><ex>უ</ex><abbr>ლისა</abbr></expan></w>
                                    და
                                 <persName type="local" key="სულა გურკანელი"><name nymRef="გურკენელ">გურკენე
                    <lb n="3" break="no"/>ლისა</name>
                                        <name nymRef="სულა"><expan><abbr>ს</abbr><ex>უ</ex><abbr>ლას</abbr></expan></name></persName>
                                        <w lemma="მეუღლე">მეუღლისა</w>
                    <lb n="4"/><persName type="local" key="თამარ მხარგრძელი [ივანე II მხარგრძელის ასული, სულა გურკანელის მეუღლე]"><expan>თამ<ex>ა</ex>რისი</expan></persName> <w lemma="შენდობა"><expan><abbr>შ</abbr><ex>ეუნდვე</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                            <w lemma="ღმერთ"><expan><abbr>ღ</abbr><ex>მერთმა</ex><abbr>ნ</abbr></expan></w>
                    </ab>
               </div>