ECG071. ანაპის ბერძნულწარწერიანი მარმარილოს ფილის ფრაგმენტი

Material: მარმარილო

Object type: საფლავის ქვა

Decoration:

Text: ფილის ზემო ნაწილში შემორჩენილია რელიეფი, რომლის ქვემოთაც მოთავსებულია 8 სტრიქონიანი ბერძნული წარწერა. წარწერის მარჯვენა ნაწილი განადგურებულია შემდეგ ამოკვეთილი რელიეფური გამოსახულებებით. w 16 x h 25 cm

Letters: წარწერა გამოყვანილია ლამაზი მთავრულით, დაახლ. თანაბარი ასოებით, სტრიქონები ერთმანეთთან მჭიდროდაა. წარწერის დათარიღების სადუძველია ასოთა მოხაზულობა (α ჩატეხილი შუა ხაზით, არქაული ω, σ - კუთხოვანი სამკბილა, ε და θ-ს ჰორიზონტალური ხაზის მაგივრად აქვთ გაგრძელებული წერტილი, არაა შემოკლებები და ლიგატურები) და ენობრივი ნორმები (დაცულია i adscriptum; დაცულია კლასიკური ბერძნულისა და კოინეს მართლწერის ნორმები). 1 - 1,5 სმ

Date: I AD (lettering)

Findspot: ანაპა

Original location:ანაპა

Last recorded location(s): საქართველოს ეროვნული მუზეუმი

Text type:Unknown

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

Γάστεις καὶ Ἀδε[ίμαντος]
οἱ Χορηγίωνος χ[αίρετε].
Πρόσθε μὲν ἡδὺν ἐγὼ φ[αιδρῶς] Γάστεις [βίον ἔζην]
συμβίῳ κουριδίῳ τέκ[να δύο προλιπών]
5 νῦν δέ μοι εἰς Ἀϊδαο [δόμον φίλος ἕσπετ’ ἀδελφός]
σεμνὴν θυγατέρα κ[τῆμ΄ ἀφιεὶς γαμετῇ]
θαυμασίους πάτρας μ[ιμούμενοι ἔργμασι φώς]
ἀϊδίου τύχομεν κήδ[εος ἀμφότεροι]

Diplomatic

ΓΑΣΤΕΙΣΚΑΙΑΔΕ[.......]
ΟΙΧΟΡΗΓΙΩΝΟΣΧ[......]
ΠΡΟΣΘΕΜΕΝΗΔΥΝΕΓΩΦ[......]ΓΑΣΤΕΙΣ[........]
ΣΥΜΒΙΩΚΟΥΡΙΔΙΩΤΕΚ[.............]
5ΝΥΝΔΕΜΟΙΕΙΣΑΙΔΑΟ[.......................]
ΣΕΜΝΗΝΘΥΓΑΤΕΡΑΚ[................]
ΘΑΥΜΑΣΙΟΥΣΠΑΤΡΑΣΜ[...................]
ΑΙΔΙΟΥΤΥΧΟΜΕΝΚΗΔ[............]

Translation (ka)

გასტის და ადიმანტე, ხორეგიონის ძენო, მშვიდობით. მე გასტისი უწინ ნათლად, ტკბილი ცხოვრებით ვცხოვრობდი, დავუტოვე ორი შვილი კანონიერ თანამეცხედრეს. ახლა კი ჰადესის სამკვიდრებელში გამომყვა საყვარელი ძმა. მან მშვენიერი ასული საუნჯედ დაუტოვა მეუღლეს. საქმიანობით ვბაძავდი სამშობლოს საოცარ ვაჟკაცებს, ორივემ დავიმკვიდრეთ სამარადისო განსასვენებელი.

Commentary

წარწერა მოასწავებს იმას, რომ ფილა უნდა ყოფილიყო საფლავის ქვა.

უდავოა, რომ წარწერა საფლავისაა და მისი პირველი 2 სტრიქონი უეჭველად არის აღდგენილი (თუ არ ჩავთვლით სახელს, Ἀδείμαντος - ასეთი სახელი შავიზღვისპირეთში სხვა წარწერებში დადასტურებული არ არის, სამაგიეროდ იგი საკმაოდ გავრცელებულია თვით საბერძნეთში, ეტიმოლოგიაც ბერძნული აქვს). რაც შეეხება დანარჩენს, რაც გაგებულია როგორც სამი ელეგიური დისტიქი, იქ უეჭველია ის, რაც ტექსტშია: "უწინ მე ტკბილი... | კანონიერი თანამეცხედრე... | ახლა ჩემთან ჰადესში...| მშვენიერი ასული... | სამშობლოს საოცარი... | სამარადისო განსასვენებელი დავიმკვიდრეთ". ყოველივე დანარჩენი არის ვ. ლატიშევის ნიჭიერი მიგნების სავარაუდო ნაყოფი.

ტექსტი აღდგენილია ვ. ლატიშევის მიერ (IPE II, ,, 419, 223). აღდგენა, ცხადია, პირობითია, მაგრამ მეტად სარწმუნოა ყველა სხვა გამოცემასთან შედარებით.

როგორც ჩანს, წარწერა 2 ძმის (გასტისისა და ადიმანტეს) ეპიტაფიას წარმოადგენდა. ჯერ გარდაცვლილა გასტისი და შემდეგ ადიმანტე. გარდაცვლილები ახალგაზრდანი ჩანან. სახელებს, გასტისსა და ხორეგიონს, სპეციალისტები ბოსფორის წარწერებში არა ერთგზის დადასტურებულად მიიჩნევენ.

Bibliography

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 253-254

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 243-244

Images

   Fig. 1. Gravestone from Anapa, 1880