Material: მარმარილო
Object type: კვარცხლბეკი
Decoration:
Text: პრიზმას დამუშავებულ წახნაგზე აქვს ბერძნული წარწერა, რომლის ორივე კიდე (მარცხენა და მარჯვენა) დაზიანებულია. w 9,5 x h 28 cm
Letters: ბერძნული წარწერა ლამაზი მთავრულით არის შესრულებული. სტრიქონებს შორის მანძილი არაა დატოვებული. IV სტრიქონი შედგება ერთი ასოსა და განკვეთის ნიშნისაგან. წარწერის დათარიღება ხდება პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით (კუთხოვანი Ε, C, Ω; α ჩატეხილი შუა ხაზით; α-ს და δ-ს მარჯვენა ხაზი ზემოთ გაგრძელებული, მრგვალი μ, ρ, φ; δ-ს თავი შედარებით პატარა; Ε -ს და Η-ს შუახაზი ოდნავ გაგრძელებული წერტილი; განკვეთის ნიშანი ფოთლის სახით). 2,5-3
Date: III AD (lettering)
Findspot: ანაპა
Original location: ანაპა
Current repository: Unknown
Last recorded location(s): სახელმწიფო მუზეუმის ლაპიდარიუმი №6
Summary:
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
apparatus
3: [μνή]μης : [τει]μῆς
Translation (Georgian)
აღვუმართე ქანდაკება კეთილისმყოფელ ფარნარნს (?), მოსაგონებლად (ან - პატივის მისაგებლად), წელსა... (დღესა) მესამესა.
Commentary
როგორც ჩანს, წარწერა იყო ქანდაკების ბაზაზე შესრულებული. საკუთარი სახელი Φαρναρν - სხვა ძეგლების მიხედვით ცნობილი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ წარწერა ფრაგმენტულია, დაახლოებით გასაგებია მისი შინაარსი. კონსტრუქციაა ცოტა თავისებური: მოსალოდნელი იყო ἀνέστησα εὐεργέτῃ ἀδριάντα ე.ი. აღვუმართე კეთილისმყოფელს ქანდაკება, (აქ კი გვაქვს: აღვმართე კეთილისმყოფელი ქანდაკებად...) φαρναρν... არც საკუთარი სახელია ცნობილია ასეთი ფორმით და არც საზოგადო სახელი. ვ. ლატიშევი ფიქრობს, რომ ამომჭრელს შეეშალა და ნაცვლად ბოსფორის წარწერებში გავრცელებული სახელისა - Φαρνάκης ან Φαρνακίων ამოჭრა Φαρναρν. ამ ხასიათის შეცდომა სხვა არ არის, ისე რომ ამ შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდებელია უბრალო შეცდომა.
წარწერა უნდა იყოს ფარნარნის (?) ქანდაკების კვარცხლბეკის წარწერა.
Bibliography:
თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსიbibliography.xmlb130, 254-255
თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოშიbibliography.xmlb80, 241-242