Material: Local stone
Object type: Plaque
Dimensions: w 198 x h 103 x d 25 cm
Text: წარწერა ოთხსტრიქონიანია. ფილის ცენტრში გამოყვანილია რელიეფით შესრულებული ბოლოებგაფართოვებული ჯვარი. ჯვრის განივი მკლავების ქვემოთ, ქვედა მკლავის ორივე მხარეს ამოკვეთილია წარწერა: „ჯ(უარ)ი ქ(რისტეს)ი“. ფილა სიგანეზე გაპობილია ორ ნაწილად და გაპობის ხაზი ასო „ქ“-ზე გადის. ჯვარს ზემოდან დაუყვება დაბალი რელიეფით შესრულებული ნალისებური მოყვანილობის თაღი, რომელიც ორივე ბოლოთი შეწყვილებულ, რელიეფურ ლილვებზე დგას cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა 1,5-2
Date: XV ს-ის 70-იანი წლები AD (context)
Findspot: Smada church სოფელი პატარა სმადა მდებარეობს ადიგენის რაიონში. ამ სოფლის ეკლესიის არქიტრავის წარწერას ამ მხარის ძეგლებისათვის ტიპური თავგადასავალი აქვს. პ. უვაროვასა და ე. თაყაიშვილის მიერ წარწერის ადგილზე შესწავლის დროს (XIX ს-ის დასასრული-XX ს-ის დასაწყისი, 1905 წლამდე), ფილა ჩასმული ყოფილა ეკლესიის შესასვლელის თავზე. ვ. ბერიძეს (1948 წლის ზაფხული) პატარა სმადის ეკლესია პერანგშემოცლილი დახვედრია, ხოლო შუაზე გაპობილი არქიტრავის წარწერიანი ფილის ერთი ნახევარი თავლის კედელში ჩასმული უპოვია და ადგილობრივ ენთუზიასტთა დახმარებით გამოუთავისუფლებია. ფილის მეორე ნახევარი თავლის კედელში შიდა მხრიდან ყოფილა ჩასმული, ამიტომ მისი გამოთავისუფლება ვერ შეძლეს (ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, თბ.1955, 176). 1980 წლის 15 ივლისს ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის წევრებმა ერთმანეთზე მიდგმული ფილის ორივე ნატეხი ნახეს პატარა სმადის მცხოვრების, ბიკენტი ქველაძის, სახლის წინ, გზის პირას, თხრილის ნაპირზე. იმ დროისათვის უკვე დაშლილი თავლის კედლიდან გამოღებული ფილები აქ გადმოუტანიათ, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებნი ირწმუნებოდნენ, რომ ფილა აქვე აღმოჩნდა სოფლის სტადიონისთვის ტერიტორიის მოსწორების დროს. 1985 წელს წარწერიანი ფილები ახალციხის მუზეუმში გადაიტანეს (N5157).
Original location: Smada church
Last recorded location(s): სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 5157
Text type:Unknown
Editor(s): Valeri Silogava
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation
Commentary
Bibliography
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
სილოგავა, 1983 ვალერი სილოგავა, სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ, 264-289
სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, კატალოგი-გზამკვლევი, 21-22