Material: ოქრო
Object type: ხატი
Dimensions: w 74 x h 131,5 cm
Text: წარწერა ორსტრიქონიანია. იგი მოთავსებულია ზარზმის ფერისცვალების ხატზე cm
Letters: ჭედური ასომთავრული წარწერა
Date: 886 AD (internal date)
Findspot: ზარზმის მონასტერი ზარზმის ფერისცვალების ხატი ზარზმის მონასტრის ეკლესიის მთავარი ხატი იყო და როდესაც მესხეთში ოსმალებმა მაჰმადიანობა ძალად გაავრცელეს, ის ზარზმიდან შემოქმედში გადაიტანეს
Original location:ზარზმის მონასტერი
Last recorded location(s): საქართველოს ეროვნული მუზეუმი
Text type:Unknown
Editor(s): ვალერი სილოგავა, გიორგი ჩუბინაშვილი, ივანე ჯავახიშვილი
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
† ღმრთის სახელით, შეიმოსა ეს ხატი შემწედ გიორგისა, ფარსმან ერისთავისა, ივანესი, ტკი[...], მირიანისა, ფერისა, სულას, მათი ერის, პავლეს მამასახლისობის დროს. ქორონიკონი იყო 106.
Commentary
ბასილი ზარზმელის აღწერილ „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ ნათქვამია, რომ დაუმთავრებელი ეკლესია მონასტრის მამასახლისად არჩეულმა პავლე ხუცესმა დაასრულა: „ამან პირველვე სრულყო ეკლესიაჲ შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისაჲ და აკურთხეს ყოველთა კურთხევითა მამობასა შინა პავლესსა“ (კ. კეკელიძე, ადრინდელი ფეოდალური ქართული ლიტერატურა, ნაკვ. I, ტფ., 1935, 117-118). ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარწერა 886 (780+106=886) წლით თარიღდება, იგი უფრო გვიან, XI საუკუნეში ზვიად ერისთავის მიერ მისი რესტავრირების დროს ხელახლა უნდა იყოს გამოჭედილი. თავად ზვიად ერისთავის მოსახსენებელი წარწერა იმავე ლითონის ფურცელზე მოიპოვება და ეს ორი წარწერა ერთი და იმავე ხელითა და ოსტატობით არის გაკეთებული XI საუკუნეში. როგორც ჩანს, ზვიად ერისთავმა ხატის ხელმეორედ შემოსვის დროს ეს პირველი წარწერაც განაახლა და იქვე თავისი წარწერაც მიაყოლა.
Bibliography
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
ჩუბინაშვილი, 1959 Г.Н. Чубинашвили, Грузинское чеканное искусство, 27-32
ჯავახიშვილი, 1996 ივანე ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, 170-172