Material: ქვა
Object type: ფასადი
Dimensions: cm
Text: წარწერა ერთსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია კარნიზის ფილის ფრაგმენტზე, რომელიც ამჟამად თავის თავდაპირველ ადგილას არ ზის და ჩასმულია ტაძრის სამხრეთი კედლის ქვების წყობაში cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა
Date: VII-VIII AD (lettering)
Findspot: ხვილიშას ტაძარი, ასპინძის მუნიციპალიტეტი
Original location:ხვილიშას ტაძარი, ასპინძის მუნიციპალიტეტი
Last recorded location(s): ხვილიშას ტაძარი, ასპინძის მუნიციპალიტეტი
Text type:Unknown
Editor(s): ვალერი სილოგავა
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
ქრისტე, თოდოჲტი შეიწყალე.
Commentary
ვალერი სილოგავას მიაჩნია, რომ წარწერის ტექსტში საკუთარი სახელის წაკითხვა სხვაგვარადაც არის შესაძლებელი. ცნობილია, რომ უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებში, მათ შორის, წარწერებში, განკვეთილობის ნიშნები, ანუ სიტყვების ერთმანეთისაგან გამომყოფი წერტილები არ გვხვდება. ზოგჯერ უძველეს ქართულ წარწერებში სიტყვების ცალ-ცალკე დაჯგუფებისა და მათი ურთიერთგამიჯვნის ფუნქციას ასრულებს ქარაგმის ხაზი, რომელიც ხშირად დასმულია დაქარაგმებული სიტყვის მთელ სიგრძეზე. ხვილიშას ტაძრის წარწერის ამ მოკლე ტექსტში ქარაგმის ნიშანი გვაქვს სამ ადგილას - პირველი სიტყვის „ქე“-ს, ბოლო სიტყვის „შე“-ს და ბოლოდან მეორე სიტყვის თავზე. ამ უკანასკნელ ადგილას იგი დასმულია სამი ასოს - „ჲტი“-ს მთელ სიგრძეზე, ისე რომ ასოთა კომპლექსს აშკარად ცალკე ადგილი აქვს მიჩენილი წარწერის მთელ ტექსტში. მართლაც, თუ ჩვენ ვიგულისხმებთ, რომ აქ ცალკე, დამოუკიდებელი სიტყვაა ამოკვეთილი, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხვილიშას ტაძრის წარწერის ტექსტი შედგება არა 3, არამედ 4 სიტყვისაგან. და იგი შეიძლება ასე წავიკითხოთ: „ქ(რისტ)ე, თოდო ჲ(ო)ტი შ(ეიწყალ)ე.“ ასეთ შემთხვევაში „ჲ(ო)ტი“, ანუ „მცირე“ თოდოს ეპითეტად უნდა მივიჩნიოთ და მაშინ მივიღებთ, რომ წარწერა თოდო იოტის, ანუ თოდო მცირეს შეწყალებას შეიცავს. ამგვარ კონტექსტში „ჲ(ო)ტი“ უჩვეულოა და არც სხვაგან გვხვდება, მაგრამ ამავე დროს, „ჲ~ტი“-ს თავზე დასმულ ქარაგმის ნიშანს, ვალერი სილოგავას აზრით, სხვა ახსნა არ ეძებნება.
Bibliography
სილოგავა, 1983 ვალერი სილოგავა, სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ, 264-289