Material: ქვა
Object type: ფასადი
Dimensions: cm
Text: წარწერა ოთხსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია ვალეს ტაძრის სამხრეთი ფასადის ცენტრალური სარკმლის ზემოთ წარმოდგენილ თავისებურ რელიეფურ კომპოზიციაზე. ზემოდან მომრგვალებული კომპოზიცია შედგება ოთხი ფიგურისაგან. ცენტრში წარმოდგენილია ღვთისმშობლის წელზევით გამოსახულება, რომელიც ორივე ხელით მკერდთან იმაგრებს მთელი ტანით გამოსახულ მაცხოვარს პატარა ჯვრული ნიმბით. მაცხოვარი წარმოდგენილა მარჯვნივ მიბრუნებით ვედრების ნიშნად წინ გამოწვდილი ხელებით და ხელისგულის გაშლილი მტევნებით. მარჯვნიდან მას თითქოს გადმოფარებული აქვს გაბრიელ მახარებლის მარჯვენა ფრთა, რომლის გამოსახულება მთელი ტანით, პირდაპირ და მარჯვნივ გაწვდილი ხელებით კომპოზიციის მარჯვენა კუთხეშია წარმოდგენილი. კომპოზიციის მარცხენა მხარეს, გაბრიელ მახარებლის გამოსახულების სიმეტრიულად, წარმოდგენილია მსხვილი ტანის მანდილოსნის გამოსახულება მთელი ტანით, გრძელი ფართონაოჭებიანი სამოსლით, ორ თუ სამ ფენად თავსა და კისერზე შემოვლებული თავსაბურავით, ამდენივეგზის დახურული გულისპირით და ვედრების ნიშნად მარჯვნივ გაწვდილი ხელებით. ასეთი პოზით იგი ზურგშექცეულია ღვთისმშობლისა და მახარებლის გამოსახულებისადმი. მანდილოსნის თავისა და ღმრთისმშობლის გამოსახულებებს შორის დარჩენილი ადგილი მთლიანად შევსებულია ოთხ სტრიქონად ამოკვეთილი ასომთავრული წარწერით. cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა
Date: IX AD (lettering)
Findspot: ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
Original location:ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
Last recorded location(s): ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
Text type:Unknown
Editor(s): ვალერი სილოგავა, ნოდარ შოშიაშვილი
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
წმიდაო ღვთისმშობელო, კრავი შეიწყალე.
Commentary
ვალეს ღვთისმშობლის ტაძარი სამცხის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა. ტაძარი ახლა ბაზილიკურია, თუმცა თავდაპირველად, როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია გამოკვლეული, „გარედან სწორკუთხა ფორმის გუმბათიანი ნაგებობა ყოფილა, სადაც გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდის კუთხეებსა და ორ თავისუფლად მდგარ ბურჯს“ (რ. მეფისაშვილი, ვალეს ტაძარი და მისი აღშენების ორი ძირითადი პერიოდი, ქართული ხელოვნება, 5, თბ., 1950, 38). გამოკვლეულია ისიც, რომ ტაძრის თავგადასავალი სულ ცოტა ორ მშენებლობით პერიოდს მაინც მოიცავს და მეორე პერიოდს განეკუთვნება დედისიმედის ვრცელი (45 სტრქ.) ასომთავრული წარწერა საამშენებლო-მემორიალური შინაარსისა, დათარიღებული 1561-1564 წლებით. რაც შეეხება კრავის წარწერის დათარიღებას, ვალერი სილოგავა აღნიშნავს, რომ პალეოგრაფიული ნიშნებით (მ-ანის მუცლის შემკვრელი ხაზის მარჯვნივ გადასვლა, ე-ნისა და ლ-ასის გადმოცემა ზედა ჰორიზონტალურ ხაზთან დამატებითი ხაზის - წანაზარდის გარეშე) იგი IX საუკუნეს ვერ გადმოსცდება. მიუხედავად იმისა, რომ ვალის თავდაპირველი ტაძარი X საუკუნის უკანასკნელი მეოთხედითაა დათარიღებული (რ. მეფისაშვილი, დასახ. ნაშრომი, 51), იგი ეთანხმება ე. თაყაიშვილს, რომელიც წარწერაში დასახელებულ კრავის სამცხელი აზნაურის მირეანის მეუღლესთან, IX ს-ში მოღვაწე წარჩინებულ მანდილოსან კრავისთან აიგივებდა. ამ გაიგივების შემთხვევაში კრავი ძველი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ და წარჩინებულ მანდილოსნად წარმოგვიდგება, რადგან იგი დედაა ქართლის კათალიკოსის არსენისა, რომლის შესახებ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშია“ აღნიშნული: „დიდი არსენი, ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდრისა გჳრგჳნი დაუჭნობელი„ (ძვ. ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, 1963, 267).
Bibliography
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 283-284