ECG105. ვალეს ნავრაის ძისწულის წარწერა

Material: ქვა

Object type: სვეტი

Dimensions: cm

Text: წარწერა სამსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია ვალეს ტაძრის სამხრეთი შესასვლელის მარჯვენა სვეტის თავზე, რომლის დასაწყისი დაზიანებულია cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა

Date: IX AD (lettering)

Findspot: ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

Original location:ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

Last recorded location(s): ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა, ნოდარ შოშიაშვილი

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

ნმ[] ნ(ა)ვ-
რაის ძისწო-
ჳლი

Diplomatic

ႬႫ[] ႬႥ
ႰႠႨႱ ႻႨႱႼႭ
ჃႪႨ

Translation (ka)

ნავრაის ძისწული

Commentary

ვალეს ღვთისმშობლის ტაძარი სამცხის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა. ტაძარი ახლა ბაზილიკურია, თუმცა თავდაპირველად, როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია გამოკვლეული, „გარედან სწორკუთხა ფორმის გუმბათიანი ნაგებობა ყოფილა, სადაც გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდის კუთხეებსა და ორ თავისუფლად მდგარ ბურჯს“(რ. მეფისაშვილი, ვალეს ტაძარი და მისი აღშენების ორი ძირითადი პერიოდი, ქართულ ხელოვნება, 5, თბ., 1950, 38). გამოკვლეულია ისიც, რომ ტაძრის თავგადასავალი სულ ცოტა ორ მშენებლობით პერიოდს მაინც მოიცავს და მეორე პერიოდს განეკუთვნება დედისიმედის ვრცელი (45 სტრქ.) ასომთავრული წარწერა საამშენებლო-მემორიალური შინაარსისა, დათარიღებული 1561-1564 წლებით. რაც შეეხება ნავრაის ძისწულის წარწერის დათარიღებას, ვალერი სილოგავას აზრით, მას ახასიათებს ძველი პალეოგრაფიული ნიშანი - ლასის გადმოცემა ნუსხური მოხაზულობისაკენ მიდრეკილებით. პალეოგრაფიული ნიშნებით ვალეს სხვა წარწერებსაც, კრავის და გაბრიელ მახარებლის, ძველი პალეოგრაფიული ნიშნები აქვთ: მ-ანის მუცლის შემკვრელი ხაზის მარჯვნივ გადასვლა, ე-ნისა და ლ-ასის გადმოცემა ზედა ჰორიზონტალურ ხაზთან დამატებითი ხაზის - წანაზარდის გარეშე, რაც წარწერის IX საუკუნით დათარიღების არგუმენტებია.

Bibliography

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 284

Images

   Fig. 1.