Material: ნაცრისფერი ქვა
Object type: ფილა
Dimensions: w 87 x h 52 x d 20 cm
Text: წარწერა ოთხსტრიქონიანია cm
Letters: ამოღარული ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა, მკაფიო და ღრმა კვეთით, მოზრდილი ასოებით. მასში შერეულია ნუსხური ასოები: ო, ლ, უ 3-7-8
Date: X AD (lettering, architectural, context)
Findspot: სოფელ ხეოთის ნამონასტრალი 1995-1996 წლებში არქეოლოგიური გათხრებისა და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად აღმოჩნდა წარწერები ეკლესიის ნანგრევების შერჩენილი კედლების სხვადასხვა ქვაზე (9 მათგანი). ოთხი წარწერა სამრეკლოზე მანამდეც იყო ცნობილი, ორი გარეთ და ორიც მის შიგნით, ეკლესიის საკურთხეველში. როგორც ჩანს, XIV-XV საუკუნეებში სამრეკლოს აშენების დროს წარწერიანი ქვები მეორედ გამოიყენეს და თვალსაჩინო ადგილას ჩასვეს - ეკლესიის საკურთხეველში, ერთადერთი სარკმლის ორივე მხარეს, ზედ ტრაპეზის ქვის გასწვრივ. 1997 წლის მონაცემებით ვაჩაჲს, გურაჲს და მირაჲს წარწერის ფილა დევს სამრეკლოს დასავლეთ შესასვლელის მარცხნივ, იმპოსტზე, პირით სამხრეთისაკენ.
Original location:სოფელ ხეოთის ნამონასტრალი
Last recorded location(s): სოფელ ხეოთის ნამონასტრალი
Text type:Unknown
Editor(s): ვალერი სილოგავა
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
ქრისტე, განუსვენე ვაჩაჲს, გურაჲსა და მირაჲს სულებს.
Commentary
სოფელი ხეოთი ისტორიულ სამცხეში, ახალციხიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ზე, მდ. ურავლისწყლის ერთ-ერთი შენაკადის ბუზიყლაპიას ნაპირზე მდებარეობს. აქ არის ძველი, X საუკუნის ეკლესიის ნანგრევები და XIV-XV სს. სამრეკლო. სამრეკლო წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. მისი პირველი სართული კუბის ფორმისაა, ხოლო მეორე - თერთმეტმალიანი ღია თაღებით შედგენილი ფანჩატურია. პირველი სართული ეკლესიაა. ეკლესიის ქვემოთ, ზედ დასავლეთს კართან, შიდა მხარეს, კიდევ არის ქვემოთ ჩასასვლელი, სადაც კრიპტაა - მიცვალებულთა სამარხი. წარწერაში ქარაგმის ნიშანად გამოყენებულია განივი, სწორი ხაზი. ვალერი სილოგავას აზრით, ბოლო სახელი შესაძლებელია, ასევე, წავიკითხოთ, როგორც „მირიანისასა“. რაც შეეხება დათარიღებას, გამომცემელს მიაჩნია, რომ ვინაიდან წარწერაში ასომთავრულ ანბანში შერეულია ნუსხური ასოები, რასაც ეპიგრაფიკაში ადგილი IX საუკუნიდან აქვს, შესაძლებელია ხეოთის წარწერები და ეკლესიაც IX საუკუნით დათარიღდეს.
Bibliography
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
სილოგავა, 1997 ვალერი სილოგავა, ხეოთის ახალაღმოჩენილი წარწერები, 7-37