Material: ქვა
Object type: ფასადი
Dimensions: cm
Text: წარწერა ერთსტრიქონიანია. წარწერიანი რელიეფი ჩასმულია ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში, კარნიზის ბოლოებში, გადახურვის კიდეების გასწვრივ, რომელზეც გამოსახულია ხუროთმოძღვრის გამოსახულება გონიოთი ხელში და მისი სახელის აღმნიშვნელი წარწერით „ႥႹႤ“. წერაქვის გასწვრივ და მარცხენა ფეხის გასწვრივ ამოკვეთილია წარწერა ეპიგრაფიული ნუსხურით. წარწერის თავზე, სიტყვის მთელ სიგანეზე დასმულია ქარაგმის სწორი ხაზი. cm
Letters: ამოღარული ნუსხური წარწერა
Date: X AD (context)
Findspot: საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი
Original location:საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი
Last recorded location(s): საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი
Text type:Unknown
Editor(s): ვალერი სილოგავა
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
ვაჩე
Commentary
საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის არის მიძინების ტაძარი. ვალერი სილოგავას აზრით, წარწერაში გამოვლენილი ვაჩე უნდა იყოს მიძინების ტაძრის ხუროთმოძღვარი. იგი სხვა წყაროებით ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ანთროპონიმი ვაჩე სავსებით ცნობილია და გავრცელებული, როგორც X-XI სს., ანუ საფარის რელიეფის დროს, ისე მომდევნო ხანის საქართველოში.
Bibliography
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, საფარის ხუროთმოძღვრები, 192-201