ECG110. ბოდოკლდის იოვანე გალატოზის წარწერა

Material: ქვა

Object type: ფილა

Dimensions: cm

Text: წარწერა ოთხსტრიქონიანია. თავის დროზე იგი კედელში ჩასმულ ქვის ფილაზე იყო ამოკვეთილი cm

Letters: ამოღარული ნუსხური წარწერა, შესრულებულია სწორი, ეპიგრაფიკული ნუსხურით

Date: X-XI AD (lettering)

Findspot: ბოდოკლდის ეკლესია

Original location:ბოდოკლდის ეკლესია

Last recorded location(s): ბოდოკლდის ეკლესია

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

წ(მიდა)ო ეკ(ლესია)ო
გვედი-
ა ი(ოვან)ე გ(ა)ლ-
ატოზი

Diplomatic

ႼႭ ႤႩႭ
ႢႥႤႣႨ
Ⴀ ႨႤ ႢႪ
ႠႲႭႦႨ

Translation (ka)

წმინდაო ეკლესიაო, შეიწყალე იოვანე კალატოზი.

Commentary

ბოდოკლდის ეკლესიის წარწერა მოსახსენებელი წარწერის კარგი ნიმუშია. ვალერი სილოგავას აზრით, საგანგებო ყურადღებას იქცევს წარწერის არქაული ლექსიკა. პირველ რიგში, მიმართვა წმინდა ეკლესიისადმი, რომელიც დამახასიათებელია სწორედ უძველესი წარწერებისათვის. მეორეა, სიტყვა „გვედია“ რომელიც X-XIII სს-ში გვხვდება, მათ შორის, ჭყონდიდის ტაძრის და ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის (ზემო სვანეთი) XII-XIII სს-ის წარწერა-გრაფიტებში. პირველად ეს სიტყვა დასტურდება გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ (951 წ.). იგი შედარებით ხშირად გვხვდება ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში, მაგალითად, 12-ჯერ დასტურდება იოანე-ზოსიმეს მიერ გადაწერილ სინურ ლექციონარში (Sin.37), უფრო ადრეც, „სახარებანი საცისკრონი“ (Sin. 47) და სხვა. ილია აბულაძის მიხედვით, მისი ძირია ვედ- და იგი ნიშნავს გაფრთხილებას, ფრთხილად შენახვას (ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ, 1973, 155). ზურაბ სარჯველაძის მიხედვით, სიტყვა ასე იშლება: გ-ვედიე-ს და ნიშნავს შეთხოვნას, ლოცვისას მოხსენიებას (ზურაბ სარჯველაძე, ძველი ქართული ენის სიტყვის კონა, თბ., 2001, 55), ხოლო „ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონის“ ავტორთა განმარტებით, ამ სიტყვის მნიშვნელობაა გაბარია (ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი, I, ა-ლ, ნარგიზა გოგუაძის, ზურაბ სარჯველაძისა და მზექალა შანიძის რედაქციით, თბ., 2005, 176). ბოდოკლდის იოვანე კალატოზის წარწერაში იგი ნიშნავს შეიწყალეს, დაიცვენ-დაიფარეს.

Bibliography

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169