ECG112. ზარზმის ეპრაქსია ლაკლაკთა დედის წარწერა ღვთისმშობლის ხატზე

Material: ოქრო

Object type: ხატი

Dimensions: w 64 x h 80 cm

Text: წარწერა ოთხსტრიქონიანია. იგი მოთავსებულია ზარზმის ღვთისმშობლის ხატზე cm

Letters: ჭედური ასომთავრული წარწერა

Date: XI AD (historical, context)

Findspot: ზარზმის მონასტერი ზარზმის ღვთისმშობლის ხატი ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში შემოქმედში (გურია) იქნა გადატანილი, ხოლო 1924 წლიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება

Original location:ზარზმის მონასტერი

Last recorded location(s): საქართველოს ეროვნული მუზეუმი

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა, გიორგი ჩუბინაშვილი

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

წ(მიდა)ო დ(ედო)ფ(ა)ლო მ(ეო)ხ(ე)ყ(ა)ვ წ(ინაშ)ე ძის[ა შე(ნი)ს]ა და ღ(მრთი)ისა ჩ(უე)ნის(ა) ყ(ოვე)ლ-
თ(ა) ლ(აკ)ლ(ა)კთ(ა) ე(რისთავთ)ე(ერისთავსა) მ(ი)რ(ეა)ნს და ხ(ა)კ(უ)ს ძ(ე)თა ხ(ა)კ(უს) მ(ი)რ(ეა)ნ(ი)სს(ა)ნ(თა) † დ(უ)ხჭ(ირმან) მე გლ(ა)ხ(ა)-
კმ(ან) ეპრ(ა)ქს(ი)ა დედ(ა)მ(ა)ნ ხ(ა)კ(უ)სა და მ(ი)რ(ეა)ნ(ი)ს(ა)მ(ა)ნ შ(ე)ვკ(ა)ზმ(ე)ნ
[წ(მიდა)ჲ ხ(ა)ტი ე]სე ს(ა)ლ(ო)ც(ვე)ლ(ა)დ ყ(ოვე)ლთ(ა) ლ(აკ)ლ(ა)კთ(ა) ს(ა)ჴ(სე)ნ(ე)ბ(ე)ლ(ა)დ ს(უ)ლი(სა) ჩ(ემ)ის(ა)

Diplomatic

ႼႭ ႣႴႪႭ ႫႾႷႥ ႼႤ ႻႨႱ[. ...]Ⴀ ႣႠ ႶႨႱႠ ႹႬႨႱ ႷႪ
Ⴇ ႪႪႩႧ ႤႤ ႫႰႬႱ ႣႠ ႾႩႱ ႻႧႠ ႾႩ ႫႰႬႱႱႬ † ႣႾႽ ႫႤ ႢႪႾ
ႩႫ ႤႮႰႵႱႠ ႣႤႣႫႬ ႾႩႱႠ ႣႠ ႫႰႬႱႫႬ ႸႥႩႦႫႬ
[... .... .]ႱႤ ႱႪႺႪႣ ႷႪႧ ႪႪႩႧ ႱჄႬႡႪႣ ႱႪႨ ႹႨႱ

Translation (ka)

წმიდაო დედოფალო, მეოხ-ეყავ შენი ძისა და ჩვენი ღმრთის წინაშე ლაკლაკთა საგვარეულოს: მირეან ერისთავთ-ერისთავს და ხაკუს და მათ ძეებს. † მე დუხჭირმა და გლახაკმა ეპრაქსიამ, ხაკუსა და მირეანის დედამ, შევკაზმე ეს წმიდა ხატი ყველა ლაკლაკთა სალოცველად და ჩემი სულის სახსენებლად.

Commentary

წარწერაში განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდგომ გამოყენებულია ორწერტილი. ვალერი სილოგავას აზრით, წარწერაში შეცდომით წერია სიტყვა „შვკლმნ“ (შევკალმენ), უნდა იყოს „შვკზმნ“ (შევკაზმენ)

Bibliography

ჩუბინაშვილი, 1959 Г.Н. Чубинашвили, Грузинское чеканное искусство, 194-196

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169