ECG118. საფარის წმ. საბას ტაძრის სვიმეონის წარწერა

Material: ნაცრისფერი ქვა

Object type: საკურთხეველი

Dimensions: w 79 x h 77 x d 20 cm

Text: წარწერა ოთხსტრიქონიანია cm

Letters: ფრესკული ასომთავრული წარწერა. შესრულებულია წითელი ფერის საღებავით 5-8-9

Date: XIII AD (context)

Findspot: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი სვიმეონის წარწერა 2010 წელს აღმოაჩინა სამეცნიერო ექსპედიციამ მერაბ ბუჩუკურის ხელმძღვანელობით ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო (ფრესკების) სამუშაოების დროს. ნაცრისფერი ქვა ჩასმულია წმ. საბას ტაძრის ყველაზე წმიდა ადგილას, საკურთხევლის ნახევარწრის სამხრეთ კიდეში, ქვემოდან მესამე წყობაში. შელესილობის ჩამოცილების შემდეგ მასზე აღმოჩნდა დიდი ზომის ასოებით შესრულებული წარწერის ფრაგმენტები.

Original location:საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი

Last recorded location(s): საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

†წ(მიდა)ო ს(ა)ბა შ(ეიწყალ)ე ს(ჳ)მ(ეო)ნ
რ(ომელმა)ნ შ(ე)მ(ო)ჰვედრა
[ს](უ)ლ[ი თ(ჳ)სი სა]ხელსა
[შ(ე)ნსა ზედა ა(მე)ნ]

Diplomatic

†ႼႭ ႱႡႠ ႸႤ ႱႫႬ
ႰႬ ႸႫჀႥႤႣႰႠ
[.]Ⴊ[. ... ..]ႾႤႪႱႠ
[.... .... ..]

Translation (ka)

წმიდაო საბა, შეიწყალე სჳმეონ, რომელმაც შენი სახელისათვის თავი შეწირა (ბერად შედგა), ამინ.

Commentary

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. სჳმეონის წარწერაში დადასტურებული „შემოჰვედრა სული თჳსი“, ვალერი სილოგავას აზრით, უნდა ნიშნავდეს ღმერთისთვის თავის შეწირვას, ბერად შედგომას. სჳმეონის წარწერასა და სვიმეონ ბეროზა-ყოფილის წარწერაში დასახელებული სჳმეონი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს. როგორც ჩანს, სჳმეონს მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა ეკავა, რომ მან უფლება მოიპოვა ტაძრის საკურთხეველში მოეთავსებინა წარწერა მისი ბერად შედგომის შესახებ და, ამავე დროს, შეძლებული პირიც იყო, რომ ტაძრის ერთ-ერთი სარკმლის საპირე ორნამენტული ქვით დაფარა.

Bibliography

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169