ECG119. საფარის წმ. გიორგის ეკლესიის პავლეს, ბასილის, სვიმეონის წარწერა

Material: ქვა

Object type: კედელი

Dimensions: cm

Text: წარწერა ერთსტრიქონიანი და თავნაკლულია. იგი შესრულებულია საფარის წმ. გიორგის სახელობის საშუალო ზომის დარბაზული ეკლესიის შიგნით, დასავლეთ კედელზე cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა

Date: XV AD (context)

Findspot: საფარის მონასტერი

Original location:საფარის მონასტერი

Last recorded location(s): საფარის მონასტერი

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive


[] პავლე ბასილი სვიმეონ

Diplomatic


[] ႮႠႥႪႤ ႡႠႱႨႪႨ ႱႥႨႫႤႭႬ

Translation (ka)

... პავლე, ბასილი, სვიმეონ.

Commentary

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. ვალერი სილოგავას აზრით, წმინდა გიორგის ტაძარი, რომელზეც ეს წარწერაა შესრულებული, აგებულია XV საუკუნეში. მასზე შესრულებული წარწერებიც თანადროული უნდა იყოს. გრიგოლ ნაფშუენისძის წარწერაში ჩანს, რომ წმინდა გიორგის ეკუდერი, მცირე სამლოცველო სამარხავი, „აქა დამკვიდრებულთა წმიდათა მამათათვის“ იყო განკუთვნილი. ვალერი სილოგავა გამოთქვამს ვარაუდს, რომ მასში, შესაძლოა, პირველნი პავლე, ბასილი და სვიმეონი დაიკრძალნენ. ეკლესიის ქვეშ მართლაც ორი კამაროვანი სარდაფია ცალკე თავიანთი შესასვლელით აღმოსავლეთიდან, ისინი აკლდამებია.

Bibliography

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169