Material: ქვა
Object type: ფასადი
Dimensions: cm
Text: წარწერა ერთსტრიქონიანია cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა, კიდურწაისრული
Date: XIII AD (context)
Findspot: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
Original location:საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
Last recorded location(s): საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
Text type:Unknown
Editor(s): ვალერი სილოგავა
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
უფალო ღმერთო, შეიწირე ეს კარები, როგორც მწულილი ქვრივისა, მწირ გიორგი მალესაგან, შემინდოს ღმერთმა.
Commentary
საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. საფარის წმ. საბას ტაძრის დასავლეთის შესასვლელის დიდი ზომის არქიტრავზე ქვემოდან ზემოთ ერთმანეთის თანმიმდევრობით ამოკვეთილია სამი წარწერა-საბუთი. ზემოდან პირველი წარწერა არის ოქროპირ გაბეცასძის მიერ ეკლესიის ქვის ფილებით გადასახურად 120 ბოტინატის შეწირვის შესახებ, მეორე - იოვანე ღვიას შვილის წარწერა, ხოლო მესამე - გიორგი მალეს წარწერა კარის შეწირვის შესახებ. გიორგი მალეს წარწერის მიხედვით, გიორგი მალეს ტაძრისათვის შეუწირავს კარნი. იგი უფალს სთხოვს, ეს კარნი ისე შეიწირე, „ვითარცა მწულილნი ქურივისანიო“. ვალერი სილოგავას აზრით, „მწულილნი ქურივისანი“ ალუზიაა სახარებისეული იგავისა (მრ. 12,4; ლკ. 21,1-4). სახარების აღნიშნულ მუხლებში მოთხობილია ქვრივი გლახაკი დედაკაცის შესახებ, რომელმაც იერუსალიმის ტაძარს ორი წვრილი მონეტა შესწირა, ხოლო მაცხოვარმა, რომელიც იქვე იდგა მოწაფეებთან ერთად და „ხედვიდა“, როგორ სწირავდნენ ტაძარს მდიდრები, ქვრივი დედაკაცის შეწირულება ყოველთა მდიდართა მიერ შეწირულ „ფრიადთა უფროჲსად“ შეწირულად მიიჩნია, რადგან მათ „ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა“, ხოლო ქვრივმა - „ნაკლულოვანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა“. იგავის აზრია: ქვრივმა ორი წვრილი მონეტის სახით ყველა სხვა მდიდარზე მეტი შეწირა, რადგან უკანასკნელი საარსებო რაც გააჩნდა, იგი გაიღო, ხოლო მდიდრებმა, რაც ზედმეტი გააჩნდათ, იგი შეწირეს ტაძარს. იმ მდიდარი შეწირულობის ფონზე, როდესაც ოქროპირ გაბეცასძე 120 ბოტინატს სწირავს საფარას, ხოლო იოვანე ღვიას შვილი დიდძალ მამულებს, გიორგი მალეს მცირე შეწირულობა - მხოლოდ კარები გაუღია. როგორც სახარებაში, ისე წმ. საბას ტაძრის არქიტრავის წარწერებში აშკარაა შეწირულ ქონებათა უთანასწორობა, თუმცა ამით ოდნავ არ მცირდება გიორგი მალეს შეწირულების მნიშვნელობა, პირიქით, იგი აღემატება კიდეც სხვებისას თავისი გულწრფელობით და უკანასკნელი შესაწირის გაღებით, რაც მინიშნებულია სახარებისეული იგავის ალუზიური მოხმობით.
Bibliography
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169