ECG125. საფარის წმ. საბას ტაძრის გიორგის წარწერა

Material: ქვა

Object type: ფასადი

Dimensions: cm

Text: წარწერა ოცდაოთხსტრიქონიანია, შესრულებული ორ სვეტად. წარწერის ასოები და, შესაბამისად, სტრიქონები მეტად თავისებურადაა განლაგებული: ტექსტი იწყება ჰორიზონტალურად, გრძელდება მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, ისევ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ დაბოლოს ქვემოთ, ჰორიზონტალურად. საფარის წმ. საბას ტაძრის დასავლეთის ფასადის სარკმლების დეკორატიულ საპირეებზე ჩრდილოეთის მხარეს ამოკვეთილია გიორგის წარწერა, ხოლო სამხრეთის მხარეს - სვიმეონ ბეროზა-ყოფილის წარწერა cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა

Date: XIII AD (context)

Findspot: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი

Original location:საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი

Last recorded location(s): საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

მეო(ჳ)ფეო
დი-
დ(ე)-
ბი-
5სა-

ქ(რისტ)ე
მ(ეო)ხ-
ე-
10ყ(ა)-

გ(იორგ)ის
დ-

15მ-
შო-
ბ(ე)ლ-
[თ]ა
[მ]ის-
20[თ]ა
ესე
ქვ(ა)
მ(ა)ნ
დასო(ჳ)ა

Diplomatic

ႫႤႭႴႤႭ
ႣႨ

ႡႨ
5ႱႠ

ႵႤ
ႫႾ

10

ႢႨႱ


15
ႸႭ
ႡႪ
[.]Ⴀ
[.]ႨႱ
20[.]Ⴀ
ႤႱႤ
ႵႥ
ႫႬ
ႣႠႱႭႠ

Translation (ka)

მეუფეო დიდებისაო ქრისტე, მეოხ ეყავ გიორგის და მის მშობლებს, ეს ქვა მან დასვა.

Commentary

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. წმ. საბას ტაძრის გიორგის წარწერაში სახელი გიორგი ვალერი სილოგავამ ამოიკითხა, მანამდე იგი წაკითხული არ ყოფილა, ვინაიდან ქვის ზედაპირი ამ ადგილას ძალიან გადარეცხილია და ასოების მხოლოდ კონტურები იკითხება, ისიც კარგი განათების პირობებში. ეს გიორგი, რომელსაც უბრალო ქვა კი არ „დაუსვამს“, არამედ შესანიშნავი ჩუქურთმებით მორთული სარკმლის საპირე, შეიძლება წმ. საბას ტაძრის ხუროთმოძღვარი გიორგი ფარეზასძე იყოს.

Bibliography

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169