Material: ქვა
Object type: ფასადი
Dimensions: cm
Text: წარწერა ორსტრიქონიანია. საფარის წმ. საბას ტაძრის დასავლეთის ფასადის სარკმლების დეკორატიულ საპირეებზე ჩრდილოეთის მხარეს ამოკვეთილია გიორგის წარწერა, ხოლო სამხრეთის მხარეს - სვიმეონ ბეროზა-ყოფილის წარწერა. ეს უკანასკნელი თითქმის მთლიანად დაფარულია ტაძრის კარიბჭის სახურავის ქვის ლორფინებით cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა
Date: XIII AD (context)
Findspot: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
Original location: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
Current repository: Unknown
Last recorded location(s): საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
Summary:
Editor(s): ვალერი სილოგავა
Changes history: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (Georgian)
ქრისტე, შეიწყალე სჳმეონ ბეროზა-ყოფილი, ეს ქვა მან დასვა.
Commentary
საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. სვიმეონ ბეროზა-ყოფილის წარწერაში ბეროზა ვალერი სილოგავამ ამოიკითხა. იგი საერო სახელია სჳმეონის სახელით ბერად შემდგარი პირისა. იგივე სჳმეონი უნდა იყოს დასახელებული წმ. საბას ტაძარის სვიმეონის წარწერაში.
Bibliography:
ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკაbibliography.xmlb149, 118-169