Material: ქვა
Object type: ფასადი
Dimensions: cm
Text: წარწერა სამსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია ვალეს ტაძრის სამხრეთი ფასადის ცენტრალური სარკმლის ზემოთ წარმოდგენილ თავისებურ რელიეფურ კომპოზიციაზე. ზემოდან მომრგვალებული კომპოზიცია შედგება ოთხი ფიგურისაგან. ცენტრში წარმოდგენილია ღვთისმშობლის წელზევით გამოსახულება, რომელიც ორივე ხელით მკერდთან იმაგრებს მთელი ტანით გამოსახულ მაცხოვარს პატარა ჯვრული ნიმბით. მაცხოვარი წარმოდგენილა მარჯვნივ მიბრუნებით ვედრების ნიშნად წინ გამოწვდილი ხელებით და ხელისგულის გაშლილი მტევნებით. მარჯვნიდან მას თითქოს გადმოფარებული აქვს გაბრიელ მახარებლის მარჯვენა ფრთა, რომლის გამოსახულება მთელი ტანით, პირდაპირ და მარჯვნივ გაწვდილი ხელებით კომპოზიციის მარჯვენა კუთხეშია წარმოდგენილი. მას ახლავს განმარტებითი წარწერა. cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა
Date: IX AD (lettering)
Findspot: ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
Original location:ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
Last recorded location(s): ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
Text type:Unknown
Editor(s): ვალერი სილოგავა
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
გაბრიელ მახარებელი
Commentary
ვალეს ღვთისმშობლის ტაძარი სამცხის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა. ტაძარი ახლა ბაზილიკურია, თუმცა თავდაპირველად, როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია გამოკვლეული, „გარედან სწორკუთხა ფორმის გუმბათიანი ნაგებობა ყოფილა, სადაც გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდის კუთხეებსა და ორ თავისუფლად მდგარ ბურჯს“ (რ. მეფისაშვილი, ვალეს ტაძარი და მისი აღშენების ორი ძირითადი პერიოდი, ქართულ ხელოვნება, 5, თბ., 1950, 38). გამოკვლეულია ისიც, რომ ტაძრის თავგადასავალი სულ ცოტა ორ მშენებლობით პერიოდს მაინც მოიცავს და მეორე პერიოდს განეკუთვნება დედისიმედის ვრცელი (45 სტრქ.) ასომთავრული წარწერა საამშენებლო-მემორიალური შინაარსისა, დათარიღებული 1561-1564 წლებით. რაც შეეხება გაბრიელ მახარებლის გამოსახულების წარწერის დათარიღებას, ვალერი სილოგავა აღნიშნავს, რომ პალეოგრაფიული ნიშნებით (მ-ანის მუცლის შემკვრელი ხაზის მარჯვნივ გადასვლა, ე-ნისა და ლ-ასის გადმოცემა ზედა ჰორიზონტალურ ხაზთან დამატებითი ხაზის - წანაზარდის გარეშე) იგი IX საუკუნეს ვერ გადმოსცდება.
Bibliography
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169