ECG130. საფარის მიძინების ტაძრის წარწერები კანკელის ფილის ვედრების კომპოზიციაზე

Material: ნაცრისფერი კირქვა

Object type: ფილა

Dimensions: w 66 x h 25 x d 9 cm

Text: I ფრაგმენტი ერთსტრიქონიანია, II - ერთსტრიქონიანი, ხოლო III - სამსტრიქონიანი. წარწერები შესრულებულია მიძინების ტაძრის კანკელის ერთ-ერთ ფილაზე, რომელზეც წარმოდგენილია ვედრების კომპოზიცია: მაცხოვრის გამოსახულება ჯვრული ნიმბით. მისგან შემორჩენილია რელიეფით გამოყვანილი თავი - გადამტვრეული შუბლს ზემოთ და კისრის ქვემოთ. ახლდა ერთსტრიქონიანი განმარტებითი წარწერა, რომლის დაზიანებული ასოებია მოღწეული. მარცხნივ გამოსახული ყოფილა ღვთისმშობელი. შემორჩენილია თავის გამოსახულება - გადამტვრეული ასევე შუბლს ზემოთ და კისრის ქვემოთ. მისგან მარცხნივ ამოკვეთილია განმარტებითი წარწერა, რომლის დასასრული დაღუპულია. მაცხოვრის მარჯვნივ გამოსახული იქნებოდა წმ. იოანე ნათლისმცემელი, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ ნიმბის მცირე ფრაგმენტი მარცხენა ნაწილში. თანმხლები განმარტებითი წარწერა მთლიანად დაღუპულია. cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერები კლასიკური კიდურწაისრული დამწერლობით, ასოთა კვეთის ღარები ამოწითლებულია სინგურით 2.5-4

Date: XI AD (lettering)

Findspot: საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი კანკელის ფილა, რომელზეც წარწერებია შესრულებული, 1982 წელს აღმოჩნდა ტაძარში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს

Original location:საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი

Last recorded location(s): სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 5529

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

1
დ(ე)დ(ა)ჲ ღ(მრ)-
[თ](ისა)-
[ჲ]
2
მ(ა)ცხ(ოვარ)ჲ
3
[ჲ(ოვან)ე ნ(ა)თ(ლისმ)-
ც(ემელ)-
ჲ]

Diplomatic

1
ႣႣჂ Ⴖ
[.]
[.]
2
ႫႺႾჂ
3
[.. ....]

Translation (ka)

1. დედა ღმრთისა; 2. მაცხოვარი; 3. იოვანე ნათლისმცემელი.

Commentary

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის არის მიძინების ტაძარი.

Bibliography

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, კატალოგი-გზამკვლევი, 29-30