Object type: კვარცხლბეკი
Text: კვარცხლბეკი წარწერითურთ ხუთ ფრაგმენტად არის დაშლილი cm
Letters:
Embossed inscription with capital letters.
Date: Unknown.s
Findspot:Unknown
Original location:დაბლუტის წყლის ხეობა
Text type:Unknown
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
Translation
Commentary
რელიეფური ასომთავრული წარწერა გამოქანდაკებული იყო ქვაჯვრის კვარცხლბეკზე. წარწერას შემოუყვებოდა ლილვისებური ოთხკუთხა ჩარჩო. სტრიქონები ერთმანეთისგან გამოყოფილია რელიეფური ჰორიზონტალური ხაზებით. კვარცხლბეკი აღმოჩნდა მდ. დაბლაუტის წყლის ხეობაში, მცირე ეკლესიის ნანგრევებში, საკურთხეველში, დმანისის 1968 წ-ის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს. კვარცხლების დამტვრევისა და ზედაპირის ატკეჩვის შედეგად გრაფემების დიდი ნაწილი აღარ იკითხება. შემორჩენილი და აღდგენილი გრაფემების მიხედვით, სავარაუდოდ ჯვრის აღმმართველი არის აბაზა (შესაძლებელია ვინმესთან ერთად) და შესაბამისად, ლოცვაში მოხსენიების თხოვნაც მას მიემართება. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა თარიღდება V-VI სს.
Bibliography
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 79-80, თბილისი, 2018
ჯაფარიძე, 1970 ვ. ჯაფარიძე, ქართული ხელოვნებისა და დამწერლობის ახლად აღმოჩენილი უძველესი ძეგლები ქვემო ქართლიდან 52-53, თბილისი, 1970
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 92-93