ECG223

Material: ქვა

Object type: ქვაჯვარის ბაზისი

Dimensions: w 115 x h 33 cm

Decoration: ბაზისის 3 წახნაგი (ორი გვერდითა და ერთი უკანა წახნაგი) დაფარულია წნული ორნამენტით, ხოლო წინა მხარეს წახნაგის ზედაპირი გლუვია.

Text: ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე სასაფლაოზე აღმართული ქვაჯვრის ბაზისის ერთ-ერთ წახნაგზე ამოკვეთილი იყო 11 სტრიქონიანი წარწერა. cm

Letters:

Date: 1032 AD

Findspot:Unknown

Original location:ამბარლო, წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

Last recorded location(s): ამბარლო, წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

Text type:Unknown

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

Interpretive

ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე თ(ევდორ)ე
✝ სახ(ე)-
ლითა
ღ(მრ)თ(ი)ს(აჲ)თ-
5ა მე
თ(ევდორ)ე ღ(ი)-
რ(ს) (ვი)ქმ-
ენ აღ-
შ(ე)ნ(ე)ბ(ა)-
10დ ა(მი)ს ე-
კლ(ესიი)სა

Diplomatic

ႵႤ ႸႤ ႧႤ
✝ ႱႠႾ
ႪႨႧႠ
ႶႧႱႧ
5Ⴀ ႫႤ
ႧႤ Ⴖ
Ⴐ ႵႫ
ႤႬ ႠႶ
ႸႬႡ
10Ⴃ ႠႱ Ⴄ
ႩႪႱႠ

Commentary

გიორგი ოთხმეზურის ექსპედიციას არტეფაქტი წაქცეული და ნახევრად მიწაში ჩაფლული დახვდა. ბაზისის წონის გამო მისი წამოყენება ვერ შეძლეს. თუმცა, მიწის გარკვეული რაოდენობის მოშორების შემდეგ გაარკვიეს ბაზისის სრული ზომები. ბაზისის წინა და უკანა წახნაგები ზომებით ტოლია (80-45) და გვერდითა, ასევე ტოლ წახნაგებთან (80-33) შედარებით უფრო ფართოა. ბაზისის 3 წახნაგი (ორი გვერდითა და ერთი უკანა წახნაგი) დაფარულია წნული ორნამენტით, ხოლო წინა მხარეს, წახნაგის ზედაპირი გლუვია, თუმცა მასზე წარწერის მცირე კვალიც კი არ შეიმჩნევა. არ შეიმჩნევა არც წარწერის განგებ დაზიანების კვალი. სამწუხაროდ, ბაზისის აღმომჩენი დ. ბერძენიშვილი არ აკონკრეტებს, თუ რომელ წახნაგზე იყო შესრულებული მის მიერ ამოკითხული წარწერა. რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ წარწერა შესრულებულია ბაზისის სწორედ იმ გვერდითა ვიწრო წახნაგზე, რომლითაც ეს მასიური არტეფაქტი მიწაშია ჩაფლული და რომლის უმეტესი ნაწილიც არ ჩანს. ეს მოსაზრებაც მხოლოდ ვარაუდის სახით თუ დარჩება, რადგან აღნიშნული წახნაგის ზედა ნაწილის მცირე ადგილზეც, რომელიც მოჩანს მიწიდან, წნული ორნამენტი შეიმჩნევა. ვიდრე სპეციალური ტექნიკით არ მოხერხდება აღნიშნული ბაზისის მიწიდან ამოღება და წარწერის ნახვა, გ. ოთხმეზურის ჯგუფი სარგებლობს დ. ბერძენიშვილის პუბლიკაციით. წარწერის დათარიღების საფუძველი: შინაარსის მიხედვით წარწერა ამბარლოს სხვა წარწერების თანადროულია. მეორე სტრიქონში დ. ბერძენიშვილი კითხულობს სიტყვა: ქრისტე. დედნის ტექსტი ამბარლოს სხვა წარწერების წაკითხვების გათვალისწინებით სავარაუდოდაა აღდგენილი.

Bibliography

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 117-118, თბილისი, 2018

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 108 თბილისი, 2014