ECG224

Material: ქვა

Object type: ბალავარი

Dimensions: w 257 x h 45

Decoration: ბალავრის ქვაზე ცენტრში წრეში ჩახაზული ე. წ. ბოლნური ჯვარია გამოსახული.

Text: ბალავრის ქვის ზედა კიდესთან ამოკვეთილია 1 სტრიქონიანი წარწერა. w 159 x h 14 cm

Letters: წარწერა ასომთავრულია. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია მოკლე, სწორი, განივი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები არ შეინიშნება. 1.5-5-12

Date: XI AD

Findspot:Unknown

Original location:იფნარი (ყოფილი კიროვისი, ადრინდელი ვალდჰეიმი)

Last recorded location(s): დმანისის ციხის ნაქალაქარი

Text type:Unknown

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

Interpretive

ა(დიდე)ნ [ღ(მერთმა)ნ იოა]ნე ო[ქ]როპ(ი)[რ]ი ქ(რისტე)ს მი(ე)რ <ქ>(არ)თ(ლი)ს(ა) კ(ათალიკოზი)

Diplomatic

ႠႬ [... ...]ႬႤ Ⴍ[.]ႰႭႮ[.]Ⴈ ႵႱ ႫႨႰ ႧႱ Ⴉ

Translation

Commentary

სოფ. იფნარიდან (ყოფილი კიროვისი, ადრინდელი ვალდჰეიმი) დმანისის ციხის ნაქალაქარზე გადმოტანილია ქვა. დაზიანება: წარწერა ორ ნაწილად არის გადახერხილი. გადარეცხვისა და გამოქარვისაგან წარწერის დიდი ნაწილი გადაშლილია. წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: წარწერაში იხსენიება კათალიკოსი იოვანე V ოქროპირი (1033-1048 წწ.). გიორგი ოთხმეზურმა 2016 წელს წარწერის დასაწყისში შეამჩნია ჯვრის სიმბოლო, ხოლო ტექსტი შემდეგნაირად წაიკითხა: ადიდენ...ო...ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზი... ამენ

Bibliography

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 118, თბილისი, 2018

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 111 თბილისი, 2014

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 17, თბილისი, 2016