ECG226

Dimensions:

Text: 1 სტრიქონიანი წარწერა ამოკვეთილია შახმარლოს ეკლესიის დას. ფასადზე, სარკმლის სათაურის მარცხნივ. cm

Letters: ასომთავრული წარწერა. ქარაგმის ნიშანი: განივი, მოკლე, სწორი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები არ გვხვდება.

Date: XI AD

Findspot:Unknown

Original location:შახმარლოს ეკლესია

Last recorded location(s): შახმარლოს ეკლესია

Text type:Unknown

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

Interpretive

[ქ(რისტ)ე] შე(ი)[წყ(ა)]ლ(ე) ცხ(ო)[რ(ე)ბა]

Diplomatic

[...] ႸႤ[..]Ⴊ ႺႾ[...]

Translation

Commentary

წარწერის აზომვა არ ხერხდება. დაზიანება: ქვის ზედაპირი ნაწილობრივ დაფარულია მოთეთრო-მოყვითალო ფერის ხავსისებრი მცენარით; ქვის ზედაპირის ატკეჩვის გამო გრაფემათა ნაწილი ამომტვრეულია; დანარჩენი გრაფემები გამოქარვისა და გადარეცხვისაგან გამკრთალებულია და გადასული. ამჟამად აღარ იკითხება წარწერის დასაწყისი და შუა ნაწილი, „ცხორება“-ს სახელის მხოლოდ პირველი ორი ასო გაირჩევა; წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: შინაარსი: წარწერაში მოხსენიებული ცხორება უნდა იყოს ლიპარიტ III-ის მეუღლე და ლიპარიტ IV-ის დედა. 1045 წელს ლიპარიტის ძალისხმევით ბაგრატ IV-მ დაკარგა ანისი, რაც დავით უმიწაწყალოს იმტერესებშიც შედიოდა. როგორც ჩანს, ამის სანაცვლოდ დაუთმო სომეხთა მეფემ ბაღვაშებს მოსაზღვრე ტერიტორია გომარეთის პლატოზე. ამით აიხსნება კვირიკიანთა სამფლობელოში აღმართულ ეკლესიაზე ცხორებას მოსახსენებელი წარწერის მოთავსება

Bibliography

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 122, თბილისი, 2018

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 112 თბილისი, 2014

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 15, თბილისი, 2016