ECG230

Material: ქვა

Object type: კედელი

Dimensions: w 36 x h 29

Text: შესრულებულია ეკლესიის ინტერიერში, სამხ. კედლის ქვედა ქვის წყობაში, კარიდან აღმოსავლეთით. 3 სტრიქონად. w 19 x h 25 cm

Letters: ასომთავრული, კიდურწერტილოვანი დამწერლობა. ამოღარვით. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი. ქარაგმა: განივი, სწორი, კიდურწერტილოვანი ხაზი. დამახასიათებელია ასოთა შეწიაღება, გამოყენებულია ლიგატურა (III სტრ. ი და ს). 4-7

Date: XI AD

Findspot:Unknown

Original location:საკირე, წითელი ეკლესია (ყიზილ ქილი)

Last recorded location(s): საკირე, წითელი ეკლესია (ყიზილ ქილი)

Text type:Unknown

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3. ლიცენზიით

Interpretive

✝ უ(ფალ)<ო> ღ(მერთ)ო ად(ი)დე შ(- - -)(ე)ნ(- - -) [მიერ მაშენებელი ამის]
<ს>ა(ყ)დრ(ი)სა ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე
5ც(ო)დ(ვილ)ი ა[დ](ა)რ(ნა)სე ა(მე)ნ

Diplomatic

✝ Ⴓ ႶႭ ႠႣႣႤ ႸႬ [.... .......... ....]
ႠႣႰႱႠ ႵႤ ႸႤ
5ႺႣႨ Ⴀ[.]ႰႱႤ ႠႬ

Translation

Commentary

დაზიანება: წარწერიანი ქვა, ისევე როგორც ქვა-ჯვრები და მათი ბაზისები წმინდანების, ცხოველებისა და ფრინველებს რელიეფური გამოსახულებები მეორად სამშენებლო მასალადაა გამოყენებული (მოგვიანო რესტავრაციისას). წარწერის თავი და შუა ნაწილი ნაკლულია; წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: პალეოგრაფიული ნიშნები: კიდურწერტილოვნება, შეწიაღება, გრაფემების (ა, დ) მოხაზულობა; წარწერას დ. ბერძენიშვილი XI-XII სს-ით ათარიღებს; პირველ ხაზზე სიტყვებს დ. ბერძენიშვილი ამგვარად კითხულობს: შენ (მიერ... მაშენებელი ამის), ხოლო მესამე ხაზზე, ასე: ცოდვილისა სული. ნაკლებადაა შესაძლებელი, თუმცა, ვარიანტის სახით დასაშვებია დაქარაგმებული სახელ ა~რსე-ს აღდგენა, როგორც არსე(ნ)

Bibliography

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 127-128, თბილისი, 2018

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 153 თბილისი, 2014

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 28-29, თბილისი, 2016