Dimensions:
Text: შესრულებული იყო ეკლესიის ქვის ფილაზე. 5 სტრიქონად. w 97 x h 27 cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა. ქარაგმისა და განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. 2,1-4,5
Date: XI-XII AD
Findspot:Unknown
Original location:მიჯას (ჯავახის) ეკლესია
Last recorded location(s): განთიადის XIX საუკუნის ეკლესია
Text type:Unknown
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
Commentary
შესრულებული იყო სოფ. მიჯას (ჯავახი) ეკლესიაზე. მოგვიანებით სოფ. მიჯადან მოსახლეობა გადასახლებულა სოფ. განთიადში, სადაც წაუღიათ მიჯას ეკლესიის ეს და სხვა წარწერიანი ქვები და მე-19 საუკუნის ეკლესიის იატაკში ჩაუშენებიათ. დღეს მიჯას წარწერიანი ქვები განთიადის ეკლესიის იატაკიდან ამოლაგებულია და ეკლესიის ეზოში ღია ცის ქვეშ აწყვია. დაზიანება: წარწერიანი ქვა ბოლო რამდენიმე წელია ღია ცის ქვეშ დევს, რის გამოც, გამოქარვისა და გადარეცხვის შედეგად, ისედაც დაზიანებული წარწერა კიდევ უფრო რთულად იკითხება, განსაკუთრებით IV და V სტრიქონები. წარწერის დათარიღებს საფუძველი: 1) შინაარსი - ივანე ლომსიანისძის მოხსენიება. დ. ბერძენიშვილის თვალსაზრისით, ის უნდა იყოს ბაგრატ IV-ის თანამედროვე აზნაურ ლომსიანნის შთამომავალი; შესაძლოა XI საუკუნის 40-იან წლებში მეფისადმი ერთგულების სანაცვლოდ მიიღეს მათ მამულები ქვემო ქართლში და იქ თავიანთი გლეხები ჩაასახლეს ჯავახეთიდან. ამიტომ უწოდებდნენ მიჯას ჯავახს; 2) პალეოგრაფიული ნიშნები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ დათარიღებას. განსხვავებული წაკითხვა: დ. ბერძენიშვილი I სტრიქონზე კითხულობს: ღმრთისაჲთა, IV-ზე - ეკლესიასა მ ვირე, V-ზე - მიჯა ჰლხს; გ. ოთხმეზური 2016 წლის გამოცემაში II-III სტრიქონებზე კითხულობს ლომსიანიძისძემან, V-ზე - მიქაელისა აღაპად გიორგობისასა დღჱ (დავდევ)
Bibliography
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 133-134, თბილისი, 2018
ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 29, თბილისი, 2016
ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 147 თბილისი, 2014