Dimensions:
Text: შესრულებული იყო ეკლესიის, სავარაუდოდ, სამხრ. ფასადის სარკმლის ორნამენტიან ქვაზე. 8 სტრიქონად. cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა. გამოყენებულია ნუსხური გრაფემებიც. წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლდა. ქარაგმის ნიშნად გამოყენებული იყო განივი, მოკლე, სწორი ხაზი.
Date: XII AD
Findspot:Unknown
Original location:ორომშენი (ძვ. ჯანდიდის) ეკლესია
Last recorded location(s):
Text type:Unknown
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
Commentary
წარწერას მიაკვლია დ. ბერძენიშვილმა. მისი ინფორმაციით წარწერიანი ქვა ადგილობრივი მოსახლის ყორეში იყო ჩატანებული, თუმცა ამჟამად მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. გ. ოთხმეზურის ექსპედიციამ წარწერა ვერ ნახა (შესაძლებელია ადღილობრივმა მოსახლეობამ არ აჩვენა). სარგებლობენ დ. ბერძენიშვილის გამოცემით. დაზიანება: წარწერის დასასრული დაღუპულია. ეპიგრაფიკული ძეგლებისთვის დამახასიათებელი ტრაფარეტული დაბოლოვების გათვალისწინებით შესაძლებელია ვივარაუდოთ შემდეგი სახის აღდგენა: ...სადიდებლად და სალოცველად მ[ათთა და მშობელთა (ან მომავალთა) მათთათჳს, ა(მე)ნ]. წარწერის დათარიღების საფუძველი: შინაარსი: ხიჭაჭ შარას-ძის ტიტული, ერისთავთ-ერისთავი. სავარაუდოა, რომ ის მხარის გამგებელი გამხდარიყო ბაღვაშთა დამხობის (1103 წ.) შემდეგ. წარწერის პალეოგრაფიული ნიშნები არ ეწინააღმდეგება ასეთ დათარიღებას
Bibliography
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 138-139, თბილისი, 2018
ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 31, თბილისი, 2016
ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 145-146 თბილისი, 2014