Dimensions: w 79 x h 29
Decoration: სტელას თავი პირამიდასებური ფორმით სრულდება. იქვეა ამოჭრილი ღარი ჯვრის ჩასასმელად. სტელის მეორე წახნაგზე ამოჭრილია წნული მოტივი, მესამეზე - სტილიზებული, მეოთხე წახნაგი სადაა.
Text: დმ-12. ოთხწახნაგოვანი სტელის ზედა ფრაგმენტი ინახებოდა დმანისის სიონში. სტელის ერთ-ერთ წახნაგზე ამოკვეთილია 9 სტრიქონიანი წარწერა, რომელიც სრულად ავსებს წახნაგის ზედაპირს. w 70 x h 28 cm
Letters: ასომთავრული, ქარაგმის ნიშანი: სწორი, მოკლე, განივი ხაზი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყველა სიტყვას შორის. 2,5-6
Date: XII AD
Findspot:Unknown
Original location:დმანისის სიონი
Last recorded location(s): დმანისის სიონი
Text type:Unknown
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
Commentary
წარწერას მიაკვლია ვ. ჯაფარიძემ. დაზიანება: ქვის ზედაპირი გამოქარვული და გადარეცხილია, რის გამოც გრაფემების სიღრმე შემცირებულია. შემორჩენილია სვეტის ზედა ნაწილი, ეპიგრაფიკული ძეგლებისათვის დამახასიათებელი ტრაფარეტული ფორმულით. სვეტის ქვედა, ძირითადი შენაარსის შემცველი ნაწილი, სადაც ჯვრის აღმმართველი იქნებოდა მოხსენიებული დაკარგულია. წარწერის დათარიღების საფუძველი: შემორჩენილი ფრაგმენტის მიხედვით ჯვრის აღმართვის ინიციატორი უზენაესი ხელისუფალი (მეფე ან ადგილობრივი ერისთავი) უნდა ყოფილიყო, რაც დმანისის თურქ-სელჩუკთაგან განთავისუფლების შემდეგ არის სავარაუდებელი. პალეოგრაფიული ნიშნები არ ეწინააღმდეგება ასეთ დათარიღებას. ვ. ჯაფარიძე VIII სტრიქონზე კითხულობს: „ადიენ“
Bibliography
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 140-141, თბილისი, 2018
ჯაფარიძე, 1982 ვ. ჯაფარიძე, ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან (დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით), 46 თბილისი, მეცნიერება, 1982