წ ქ(რისტ)ე შ(ეუნდვ)ენ შ(იო)სა
და ძამნ[ი მ](ი)სნი
პ(ეტრ)ე და სჳ(მო)ნი რ(ომელ)თა ა-
5ღ(ა)შ(ე)ნ(ე)ს ეკ(ლე)ს(ია) ესე პ(ეტრე)ს შ(ეუნდვე)ნ
ღ(მერთმა)ნ
Material: პერანგის ქვა
Object type: ფასადი
Dimensions: w 59 x h 34
Decoration: წარწერას გარშემო შემოუყვება ჩაღრმავებული კანტი, რომელიც მართკუთხა ფორმისაა და ერთიანობაში წარწერას გარკვეულ ჩარჩოში აქცევს.
Text: შესრულებულია ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ზედა, ცენტრალურ ნაწილში, სახურავის კეხის ქვემოთ, პერანგის ქვაზე. 6 სტრიქონად. cm
Letters: ამოღარული კიდურწაისრული ასომთავრული. გამოყენებულია ნუსხური გრაფემებიც. ქარაგმის ნიშანი - კიდურწერტილოვანი, ზოგჯერ კლაკნილი, ზოგჯერ კი სწორი, განივი ხაზი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი თითქმის ყველა სიტყვას შორის.
Date: XII-XIII AD
Findspot:Unknown
Original location:ჭოჭიანის ეკლესია
Last recorded location(s): ჭოჭიანის ეკლესია
Text type:Unknown
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
პალეოგრაფიული თავისებურება: III სტრ-ში გაპარულია შეცდომა - სიტყვა „ძმანი“-ს მაგივრად ამოკვეთილია „ძამნი“. წარწერის ფართობისა და გრაფემების სიმაღლის აზომვა ვერ ხერხდება. წარწერას გარშემო შემოუყვება ჩაღრმავებული კანტი, რომელიც მართკუთხა ფორმისაა და ერთიანობაში წარწერას გარკვეულ ჩარჩოში აქცევს. ე. თაყაიშვილის წაკითხვით ტექსტი მთავრდება შიოს ერთ-ერთი ძმის, პეტრეს მოსახსენებელი წარწერით. შესაძლებელია „პს“ გაიხსნას როგორც „პ(ატრონ)ს და ტექსტის დასასრულს „პატრონის“ - თამარ მეფის მოსახსენებელი წარწერა ვივარაუდოთ. დაზიანება: ქვის ზედაპირი დაფარულია მომწვანო-მოყვითალო ფერის საკმაოდ მყარი ხავსის მსგავსი მცენერით, რის გამოც ტექსტის რამდენიმე გრაფა, განსაკუთრებით შუა ნაწილი არ იკითხება. წარწერის დათარირების საფუძველი: წარწერა საამშენებლო ხასიათისაა და იხსენიებს თამარ მეფეს. შესაბამისად მისი თარიღი თამარის მეფობის პერიოდით უნდა განისაზღვროს
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 146-147, თბილისი, 2018
ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 36, თბილისი, 2016
თაყაიშვილი, 1913 Е. Такайсшвили, Археологические екскурсии разыскания и заметки, IV 89, Тб. 1913თაყაიშვილი, 1913