ECG255

Dimensions:

Decoration: წარწერას უძღვის რელიეფური ჩუქურთმიანი ჯვარი

Text: ტაძრის დას. კარიბჭის დას. ფასადზე, ტოლფერდა გადახურვის კარნიზის კეხსა და თაღოვან შესასვლელს შორის გამოსახული რელიეფური, ჩუქურთმიანი ჯვრის განივი მკლავების ქვეშ (ორივე ხარეს), მოცისფრო-მომწვანო ფერის პერანგის ფილაზე, ამოღარულია 7 სტრიქონიანი წარწერა. cm

Letters: ასომთავრული. ქარაგმის ნიშანი: კლაკნილი, განივი, მოკლე ხაზი. განკვეთილობის ნიშანი: წერტილი, ხანდახან სამწერტილი თითქმის ყველა სიტყვას შორის. ქარაგმის ნიშნებსა და გრაფემებზე შეიმჩნევა ოდნავი კიდურწერტილოვნება. წარწერის დასასრულს გვხვდება სიმბოლო ->. დამახასიათებელია ასოთა შეწიაღება, გვხვდება ლიგატურაც.

Date: XIII AD

Findspot:Unknown

Original location:დმანისის კათედრალური ტაძარი

Last recorded location(s): დმანისის კათედრალური ტაძარი

Text type:Unknown

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

Interpretive

✝ ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრთისა)ჲთა და მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თა წ(მიდი)სა ღ(მრთი)სმშ[(ო)ბ(ე)ლ(ისაჲ)თა და(ა)მ]ყ(ა)რ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ
მ(ე)ფ(ე)თა მ(ე)ფ(ო)ბ(ა)ჲ გ(იორგ)ისი რ(ომე)ლთა მ(იე)რ ღ(ი)რს ვიქმ(ე)ნ მე [მ(ი)წ(ა)ჲ] მ(ა)თი [ჭ თ(ე)ვ]დ(ო)სი მ(ამათ)მ(თავარ)ი კ-
ალ(ო)ნპ(ე)ტ(ი)სძე აღშ(ე)ნ(ე)ბ(ა)დ კ(ა)რ(ი)სბჭ(ი)სა ამის ს(ა)დ(ი)დ(ე)ბ(ე)ლ(ა)დ [მ(ე)]ფ(ო)ბ(ი)სა მ(ა)თ(ი)სა დ[ა]
მ(ო)ს(ა)ჴს(ე)ნ(ე)ბლად ცოდვილისა ს(უ)ლისა ჩ(უე)ნისა ბიძ(ა)ჲსა ჩ(ემ)ისა <ა>ნტ(ო)ნს მშ(ო)ბ(ე)[ლ]თა და ნთას მ(ათ)თათ(ჳ)ს
5ღ(მრთ)ისა ს(ი)ყ(უა)რ(უ)ლისათ(ჳ)ს ლ(ო)ც(უა)სა მოგ(უი)ჴს(ე)ნ(ე)ნი<თ> რ(აჲთ)ა ღ(მერთმა)ნ თქ(უე)ნცა მ(ო)გ(ი)ჴს(ე)ნ[ნე]<ს> [ს(ა)ს(უ)ფ(ე)ვ(ე)ლსა] მ[ისს]ა ვინცა ესე
დაწ(ე)რილი რაჲსაც(ა) მ<ი>ზ(ე)<ზ>(ი)<ს>(ა)თ(ჳ)ს აღმ(ოშალო)ს ბ(რძანე)ბ(ა)სა კ<რ>(უ)ლმცა არ[ს] ღ(მრთ)ისა პ[ირითა მკვ]დ(ა)რი და ცოცხა-
ლი გ(ა)ნუჴსნ(ე)ლ(ა)დ და ჩ(უ)ენ(ი)თ(ა)მცა ბრ(ა)ლთა მზღვ(ე)ლი არს დღ(ე)სა მ(ა)ს გ(ა)ნკ(ი)თხ[(ვისა)სა] ს ს(ულ)ი თ(ე)ვდ(ო)სი მ(ამათ)მ(თავარი)ს(ა)ჲ

Diplomatic

✝ ႱႾႪႨႧႠ ႶჂႧႠ ႣႠ ႫႾႡႧႠ ႼႱႠ ႶႱႫႸ[.... ...]ႷႰႬ ႶႬ
ႫႴႧႠ ႫႴႡჂ ႢႨႱႨ ႰႪႧႠ ႫႰ ႶႰႱ ႥႨႵႫႬ ႫႤ [...] ႫႧႨ [. ..]ႣႱႨ ႫႫႨ Ⴉ
ႠႪႬႮႲႱႻႤ ႠႶႸႬႡႣ ႩႰႱႡႽႱႠ ႠႫႨႱ ႱႣႣႡႪႣ [.]ႴႡႱႠ ႫႧႱႠ Ⴃ[.]
ႫႱჄႱႬႡႪႠႣ ႺႭႣႥႨႪႨႱႠ ႱႪႨႱႠ ႹႬႨႱႠ ႡႨႻჂႱႠ ႹႨႱႠ ႬႲႬႱ ႫႸႡ[.]ႧႠ ႣႠ ნთას ႫႧႠႧႱ
5ႶႨႱႠ ႱႷႰႪႨႱႠႧႱ ႪႺႱႠ ႫႭႢჄႱႬႬႨ ႰႠ ႶႬ ႧႵႬႺႠ ႫႢჄႱႬ[.. .......] Ⴋ[...]Ⴀ ႥႨႬႺႠ ႤႱႤ
ႣႠႼႰႨႪႨ ႰႠჂႱႠႺ ႫႦႧႱ ႠႶႫႱ ႡႡႱႠ ႩႪႫႺႠ ႠႰ[.] ႶႨႱႠ Ⴎ[..... ...]ႣႰႨ ႣႠ ႺႭႺႾႠ
ႪႨ ႢႬႳჄႱႬႪႣ ႣႠ ႹႤႬႧႫႺႠ ႡႰႪႧႠ ႫႦႶႥႪႨ ႠႰႱ ႣႶႱႠ ႫႱ ႢႬႩႧႾ[..] ს ႱႨ ႧႥႣႱႨ ႫႫႱჂ

Commentary

წარწერის აზომვა ვერ ხერხდება. დაზიანება: გადარეცხვისა და გამოქარვისაგან წარწერის მარჯვენა მხარე, სტრიქონების მეორე ნაწილი, უფრო კონკრეტულად კი ჯვრის მარჯვენა მხარეს არსებული ნახევრები, განსაკუთრებით გამკრთალებული და გადასულია. პირველი 3 სტრ. მეორე ნახევრების დიდი ნაწილი საერთოდ აღარ იკითხება. წარწერის დათარიღება სხვა გამოცემებში: ექ. თაყაიშვილის მიხედვით წარწერა გიორგი ბრწყინვალის დროინდელია, ვ. ჯაფარიძე 1214-1222 წელბით ათარიღებს, ვ. სილოგავა კი - 1207-1223 წწ-ით. წარწერის დათარიღების საფუძველი: წარწერაში იხსენიება მეფეთ-მეფე გიორგი, რომელიც უნდა იყოს ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი IV ლაშა. წარწერა საამშენებლო ხასიათისაა და მისი ზეობის წლებით უნდა დათარიღდეს. წარწერაში სხვადასხვა ავტორი რამდენიმე სიტყვას განსხვავებულად კითხულობს. ე. თაყაიშვილი პირველ სტრიქონში კითხულობს: დამყ]არნ ღ~ა, მეორე-მესამეში - აზ~ ნ პტს, მეოთხეში - ც დვილისა ს~ლსა ჩისა, ...სი მთბ..., მეხუთეში - ღ~სა, მოიბსნნეთ, მოგიბსნნეს, მეექვსეში - დაწერილი, მზეზითა... და შა ლოს, კრლცა, მეშვიდეში - ჩნთმცა, ჩვენთამცა, მზღველი არს დღესა, ...ო, მფ ძს., მ~მფ; ლ. მუსხელიშვილი პირველ სტრიქონში კითხულობს: [დაამყ]~რნ, მეორეში - [ვი]ქმნ, ეპ~კოპოსი: თვ]დსი, ეპისკოპოსი თევ]დოსი მამაი კალნაპეტის ძე, მესამეში - ს~დდბლ[ა]დ, [ღ~თ დაც~ლისა მ~ფთა მ]ფბსა, [ღმრთივ დაცულისა მეფეთა მე]ფობისა, მეოთხეში - ჩ~ისა ჩემისა, [ნათესავთ]ა :[ჩ]მთ~თს, [ჩე]მთათვის, მეხუთეში - მ~გბსნნი[თ, მეექვსეში - ს~მნ: აღ[მობოცო]ს; მეშვიდეში - ჩ~ვნთმცა, ეპკპ]~ოს~ი, ეპისკოპ]ოსი თევდოსი მამისაჲ

Bibliography

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 160-162, თბილისი, 2018

ბაქრაძე, 1954 ლ. მუსხელიშვილი, დმანისი (ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა), შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბილისი, 1938284-286ბაქრაძე, 1954

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 37-38, თბილისი, 2016

სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, ქვემო ქართლის წარწერები (ზოგადი მიმოხილვა), კრებ. „დმანისი“, II, თბილისი 2000, 226

ჯაფარიძე, 1982 ვ. ჯაფარიძე, ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან (დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით), 47-48 თბილისი, მეცნიერება, 1982

თაყაიშვილი, 1929 ექვთიმე თაყაიშვილი, სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები, ჟურნ. კავკასიონი, პარიზი 1929, 102-103