ECG258

Dimensions: w 54 x h 25

Text: წარწერა შესრულებულია ეკლესიის დასასავლეთ კარიბჭის ჩრდილოეთ ფასადზე, ცოკოლიდან მეორე წყობაში, მართკუთხა ფორმის ვერტიკალურ მომწვანო ფერის პერანგის ქვაზე, წითელი საღებავით (სინგური). 2 სტრიქონად. w 22,5 x h 18 cm

Letters: ლამაზი კიდურწერტილოვანი ასომთავრული. განკვეთილობის ნიშანი არ გვხვდება. ქარაგმის ნიშანი: განივი, სწორი კიდურწერტილოვანი ხაზი. გამოყენებულია ლიგატურა. 5-8

Date: XIII AD

Findspot:Unknown

Original location:დმანისის სიონი

Last recorded location(s): დმანისის სიონი

Text type:Unknown

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

Interpretive

დდდ
მ(ეო)ხ(ე)ბითა

Diplomatic

დდდ
ႫႾႡႨႧႠ

Commentary

როგორც გიორგ ოთხმეზური აღნიშნავს წარწერა შესრულებულია XIII საუკუნეში, 1210-1223 წწ-ში ან შემდგომ). დაზიანება: წარწერა გახუნებულია მზისგან, ასევე გამკრთალებულია გამოქარვისა და გადარეცხვისაგან, თუმცა, ტექსტი გარკვევით იკითხება. წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: 1. პალეოგრაფიული ნიშნები - კიდურწერტილოვნება; ა-ნი - ქუდმოხდილი; ბ-ანი - კლაკნილი ფეხი; მ-ანი მარცხნივ ოდნავ აწეული ზედა განივი ხაზი; ხ-ანი - მარჯვნივ დახრილი ქვედა განივი ხაზი. ასეთი პალეოგრაფია დამახასიათებელია XI-XIII სს-ის ფრესკული დამწერლობის ძეგლებისათვის. 2) წარწერა შესრულებულია დმანისის სიონის ლაშა-გიორგის ზეობაში მიშენებულ კარიბჭის ორგანულ პერანგის ქვაზე, ამგვარად, წარწერის შესრულების თუ არა, ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი მაინც, სწორედ ლაშა გიორგის მეფობის წლები - 1210-1223 წწ. უნდა იყოს

Bibliography

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 166-167, თბილისი, 2018