ECG270. ოქროს ბეჭედი ამეთვისტოთი

Material: ამეთვისტო

Object type: ბეჭედი

Decoration:

ბეჭდის თვალზე გამოსახულია ქალის ფიგურა (ქალღმერთი ჰიგია?)

Text: ოქროს ბეჭედზე დამაგრებულია ამეთვისტოს თვალი. ცენტრში მთელი სიმაღლით, სახით პროფილში, გამოსახულია ქალის ფიგურა, რომელსაც გასწვრივ ორივე მხარეს თითო სტრიქონად აქვს ბერძნული წარწერა. w 1,7 x h 1,2 mm

Letters: წარწერა ნეგატიურად, წვრილი და მკაფიო ასოებით არის გამოყვანილი. ასოების ბოლოებზე ჩაღრმავებული წერტილებია. Θ და Ε მრგვალია, დანარჩენი ასოები - კუთხოვანი. α-ს (4-სავე შემთხვევაში) დამრეცი შუა ხაზი აქვს. μ-ს სწორხაზოვანი,ქვემოთ ოდნავ გაშლილი ფეხები.

Date: I-III AD (lettering)

Findspot: მცხეთა ნივთი აღმოჩენილია მცხეთაში, სამთავროს სამაროვანზე ქალის მდიდრულ, III ს-ით დათარიღებულ სამარხში.

Original location: მცხეთა

Current repository: Unknown

Last recorded location(s):

Summary:

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი

Publication details: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

Ἄθηκα μὰ
Ὑγείαν

Diplomatic

ΑΘΗΚΑΜΑ
ΥΓΕΙΑΝ

apparatus

კრიტიკული აპარატი

:

Translation (Georgian)

ათეკა გეფიცები ჰიგიას.

Commentary

ბეჭდის პატრონი ათეკა (?) ევედრება ჰიგიას (ჯანმრთელობის ქალღმერთს, ასკლეპიოსის ასულს) - ე.ი. სთხოვს მფარველობას, ჯანმრთელობას. "ათეკა" საცნობარო ლიტერატურის მიხედვით დადასტურებული სახელი არაა. წაკითხვის მეორე ვარიანტი: ბეჭდის პატრონი (მისი სახელი არ გვაქვს) ამ თვალს (ἄθηκα, τά შესაძლოა აღნიშნავდეს მარჯანს, თვალი სინამდვილეში ამეთვისტოა) ავედრებს ჰიგიას, ე.ი. ამ თვალზე ეფიცება ჰიგიას, შესთხოვს ჯანმრთელობას.

ასოთა მოხაზულობის მიხედვით (წერტილებით მკაფიოდ აღნიშნული კუთხეები, α-ს დამრეცი შუა ხაზი, სწორი, გაშლილი ფეხებით, მრგვალი Θ და Ε) წარწერა I საუკუნეებით თარიღდება. საამარხი მთლიანად III ს-სად ითვლება, ისე რომ ეს თარიღები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან. ფიცის ასეთი ფორმულა დამახასიათებელია ძველი, საშუალო და ახალი ბერძნულისათვის.

Bibliography:

თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსიbibliography.xmlb130, 262

Images

   Fig. 1. Gold ring from the Samtavro Necropolis