ECG276. წითელი შუშის თვალი

Material: შუშა

Object type: შუშის თვალი/საბეჭდავი

Decoration:

Text: თვალი არის ოვალური ფორმის წითელი შუშა ბრინჯაოს რგოლით. თვლის პირზე ამოკვეთილია ვიქტორია, მეორე მხარეს ჩაჭრილია 3 სტრიქონად ბერძნული წარწერა. cm

Letters:

Date: III-IV AD (lettering)

Findspot: სამთავრო ნივთი მოპოვებულია ბაიერნისეული გათხრების დროს.

Original location:სამთავრო

Last recorded location(s): საქართველოს ეროვნული მუზეუმი № 336

Text type:Unknown

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი, A. Zakharow, И. Помяловский

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

ηχ-
αρί-
σ͡τι

Diplomatic

ΗΧ
ΑΡΙ
Σ͡ΤΙ

Translation (ka)

ჰმადლობდე / მადლობელი იყავ / ეზიარე

Commentary

ენობრივი ნორმების მიხედვით (στ კომპლექსისთვის იხმარება დაწერილობა Ϛ; ι- გადმოსცემს ει დიფთონგს; η გასმოსცემს υ-ს; ευ-დიფთონგში მოცვეთილია პირველი ელემენტი, ამის შედეგად მიღებული υχαριστι - გადაქცეულია ιχαριστι-დ).

წარწერა საინტერესოა ენობრივად: გავრცელებული ფორმა - εὐχαριστέω - მოცემულია ახალბერძნული ფორმით: ixaristeo; ჰაძიდაკის შრომაში დამოწმებულია ფორმები: (ε)ὐκαριστῶ, (ε)ὐκαριστία, ე.ი. ისეთი, სადაც ε მოცვეთლია და ამისი გამოთქმა არის: vkaristo, vkaristia. ე.ი. კლასიკური დროის ეუ დიფთონგი, შემდეგ გადაქცეული ევ-ად, ბოლოს გამოითქმის ივ და ავ-დ (შდრ. G. H. Hatzidakis, Einleitung in die neugrichischen Grammatik, 1892, S.S. 285, 345), ჩვენს შემთხვევაში υ (რომელიც ალბათ ვ-დ გამოითქმოდა) გადმოცემულია η-თი. იტაციზმისეულია მოვლენა ბოლოში ι-ს ხმარებისა - ηχαριστι. ნახმარია ლიგატურა Ϛ/στ).

ნივთი, როგორც ხელოვნების ნიმუში შესწავლილია ა. ზახაროვის მიერ და რომაული ხანისად არის მიჩნეული.

თუ სიტყვა εὐχαρίστει-ს "ზიარების" მნიშვნელობით გავიგებთ, ნივთი ქრისტიანული ხანის ძეგლად უნდა მივიჩნიოთ და ყოველ შემთხვევაში ჩვენს ტერიტორიაზე არა უადრეს IV ს-ისა მოხვედრილად.

ა. ზახაროვის სტატიაში წარწერა გარჩეული არ არის. გადმოცემულია მხოლოდ ასეთი ფორმით: ΗΧΑΡΙΣΙ. ამ ნივთზე უნდა იყოს ლაპარაკი ი. პომიალოვსკის კრებულში (Сборник... 69), სადაც ბაიერნის შრომის მიხედვით მოყვანილია წარწერა ასეთი სახით: ΗΧ ΑΡΙ ΕΙ წარწერა არც აქაა გარჩეული. στ, რომელიც თავისებური ლიგატურით არის წარმოდგენილი, არც ერთგან სწორად არ არის გაგებული.

Bibliography

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 266

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 257

ჯავახიშვილი, 1996 A. Zakharow, Gemmen und Siegel des Museums Georgiens, 258

სილოგავა, 2013 И. Помяловский, Сборник греческихъ и латинскихъ надписей, 69

Images

   Fig. 1. Glass signet from Samtavro