ECG292. ატენის სიონის წარწერა

Material: ქვა

Object type: ქვა

Decoration:

Text: ატენის სიონის, ანუ ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთ ფასადზე, სამხრეთ მკლავის აღმ. კედელზე, ქვემოდან 130 სმ-ის სიმაღლეზე დევს ქვა, რომელსაც დაახლოებით აქვს კვადრატული ფორმა. ქვაზე ზემოთ 1 სტრიქონი ქართულია, ხოლო ქვემოთ გამოყვანილია ბერძნული წარწერა, ამჟამად მეტისმეტად დაზიანებული, ხშირად განზრახ. w 30 x h 34 cm

Letters:

წარწერა დაუდევრადაა შესრულებული, ასოები ქვემოთა 2 სტრიქონში უფრო მსხვილია, 1-4 სტრიქონში - წვრილი.

Date: VIII-IX AD (lettering)

Findspot: ატენი

Original location:ატენი

Last recorded location(s): ატენის სიონი

Text type:Unknown

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი, И. Помяловский

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

κ(ύρι)ε βοήθ(ει) το͡ὺς
δο͡ύλο͡υ(scil. ς) σο͡υ
ον τὰ [ὀ]νόμα[τα]
.̣.̣.̣α̣θ̣ [κ(ύρι)]ε γη-
5νοσ<κ>ης
✝ Μ̣

Diplomatic

ΚΕΒΟΗΘΤΟ͡ΥΣ
ΔΟ͡ΥΛΟ͡Υ(scil. Σ)ΣΟ͡Υ
ΟΝΤΑ[.]ΝΟΜΑ[..]
.....[.]ΕΓΗ
5ΝΟΣΗΣ
✝.

Translation (ka)

უფალო, შეეწიე მონათა შენთა, რომელთა სახელებია... უფალო შენ უწყი (ყოველი?)

Commentary

დათარიღების საფუძველია ასოთა მოხაზულობა (კუთხეებში ჩაღრმავებები, ნაკლებ მომრგვალებული σ და ε, აბსოლუტურად მრგვალი ο, α ჩატეხილი შუა ხაზით, μ გრძელი შუა ხაზით, სისტემატიურად ლიგატურა ου-ს ხმარება) და ენობრივი მონაცემები (შემოკლებანი, იტაციზმი (γηνοσκης), ο და ω-ს აღრევა (ον? და γηνοσκης), ორი მეზობელი σ-დან ერთის ამოვარდნა). ასოთა მოხაზულობის თვალსაზრისით მას უჭირავს საშუალო ადგილი ვაშნარისა და ახალი ათონის ბერძნულ წარწერებს შორის. არის საინტერესო შემოკლება: βοηθ.

ატენის ტაძრის ბერძნული წარწერის შესახებ ლიტერატურაში არის ასეთი ცნობა: Dubois de Montpéreux, Voyage... v. III, p.214-215 (1839) წერს: "Une inscription grecque porte une date, cette date est exprimée par un M, mille, qui est a peu près celle de la mort de Bagrat II:, Муравьев; Грузия и Армения, III, 105 ფასადის შესახებ წერს: "... здесь имеются надписи на гречкском и армянском языках"; Бакрадзе, Кавказ... 37 ემოწმება ამ ცნობას. უფრო დაწვრილებით წერს: Brosset, Rspports, IV, 24: J'ai copié restes d'une inscription grecque dont M Dubois avait fait une copie toute semblable à la mienne: ΚΕ Β ΗΘΤΟΥC | Δ... ΟΥCΟΝ | ...ΟΥΝΜΑ | ΑΘ ΚΕΓΗ | ΝΟCΚΗC | +Ν. პომიალოვსკის (Сборник греческихъ и латинскихъ надписей, 59-60) მოჰყავს ყველა ეს ცნობა და უმატებს (უშუალოდ ბროსეს ცნობას): "Вероятно это таже надпись, которую имел в виду Дюбуа... В ней можно разорвать; κ(ύρι)ε, β[ο]ήθ[ει] τους δ[ούλ]ους σου [ὧ]ν?... ὀν[ό]μα[τ]α?... κ(ύρι)ε γινώσκεις"...

წარწერის I სტრიქონზე ადგილია, მაგრამ არ ჩანს, რომ ასო ყოფილიყოს; II სტრიქონზე საკმარისად დიდი ადგილია, მაგრამ მოჩანს მხოლოდ მკრთალად დაზიანებული ΟΥΛ; III სტრიქონზე დიდი ადგილი სულ ამონგრეულია; IV სტრიქონზე შესაძლებელია იყო ერთი მოკლე სახელი (მონათაგან - ერთისა).

Bibliography

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 197

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 191-193

სილოგავა, 2013 И. Помяловский, Сборник греческихъ и латинскихъ надписей, 59-60

Images

   Fig. 1. Ateni Sioni