ECG297. მინის ფიალა

Material: მინა

Object type: ფიალა

Decoration: ფილის შუაში გამოსახულია ფარშევანგი, ხოლო ირგვლივ - გეომეტრიული ორნამენტი.

Text: მინის ფიალა დაზიანებულია. მის გარეთა წრეზე გამოყვანილია ბერძნული წარწერა. cm

Letters:

Date: IV-V AD (lettering)

Findspot: სამთავრო ნივთი აღმოჩენილია სამთავროს ჩრდილო უბანზე, N24 ქვაყუთში.

Original location: სამთავრო

Current repository: Unknown

Last recorded location(s): სახელმწიფო მუზეუმი

Summary:

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი, ნ. უგრეხელიძე, В. В. Латышев

Publication details: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

πίε ζήσῃς

Diplomatic

ΠΙΕΖΗΣΗΣ

apparatus

კრიტიკული აპარატი

: ; :

Translation (Georgian)

დალიე, იცოცხლე

Commentary

წარწერა მიუთითებს იმაზე, რომ ჭურჭელი სასმისია, ამგვარი სასმისები მსგავსი წარწერით ევქარისტიული დანიშნულებისა იყო ქრისტიანულ ხანაში.

ასოთა მოხაზულობის მიხედვით წარწერა გვიან რომაული, ადრე ბიზანტიური ხანით უნდა დათარიღდეს, განსაკ. გამოირჩევა ასო ζ თავისი არქაული იერით. ხელნაწერებში ასეთი ζ დადასტურებულია ჩვენ წელთააღრიცხვამდელ საუკუნეებში (შდრ. V. Gardthausen, Griechische Paleographie, II. 1913. Taf. I), რაც შეეხება მინას და სხვა მაგარ საწერ მასალას, ისინი მეტ კონსერვატიულობას იჩენენ და გაცილებით უფრო გვიან შევხვდებით ასოთა ადრინდელ მოხაზულობებს. ვ. ლატიშევი კერჩის ერთ მინის ჭურჭელს, რომელსაც დიდი მსგავსება აქვს ამ მასალასთან (არა სიუჟეტის მიხედვით), IV ს-ით ათარიღებს. მის მიერ დამოწმებულ ნივთზე არის წარწერა, რომელიც ისეთივეა, როგორც სამთავროდან მოტანილი მინის ჭურჭლისა, აქ უკეთ იკითხება πιε ζησης (ე.ი. πίε ζήσῃς). სამთავროს წარწერა დაახლ. ამავე დროისა უნდა იყოს, რა დროისაც კერჩის ჭურჭელია.

Bibliography:

თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსიbibliography.xmlb130, 269

თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოშიbibliography.xmlb80, 266-267

ნ. უგრეხელიძე, სამთავროში აღმოჩენილი მინის ჭურჭელი ფრაშევანგის გამოსახულებითbibliography.xmlb167

В. В. Латышев, Сборник греческих надписей христианских времен из Южной Россииbibliography.xmlb168, 119-120

Images

   Fig. 1. Bowl from Samtavro, 1938