Material: მოზაიკა
Object type: იატაკი
Decoration:
Text: მოზაიკით დაფარულ ტრიკლინიუმის იატაკზე არის სხვადასხვა გამოსახულებები შესაბამისი ბერძნული წარწერებით. მოზაიკური იატაკის ცენტრალურ ნაწილში გამოყვანილია ორსტრიქონიანი ბერძნული ასომთავრული წარწერა. დანარჩენი წარწერები უფრო მიმობნეულადაა მთელ მოზაიკურ იატაკზე (მოსახსენებელი წარწერის ირგვლივ) წარმოდგენილი. ტეპიდარიუმმში შემორჩენილია ორსტრიქონიანი წარწერა. cm
Letters: ცენტრალურ ნაწილში გამოყვანილი წარწერის ასოები ორსავე სტრიქონში ერთი სიმაღლისაა. ტრიკლინიუმის დარჩენილი წარწერები იმავე ხელითაა შესრულებული, მაგრამ უფრო მსხვილი ასოებით. ტეპიდარიუმში შემორჩენილია ორსტრიქონიანი ვრცელი ბერძნული მთავრული წარწერის ფრაგმენტები. ამ ფრაგმენტებს ზემოთ და ქვემოთ ჩარჩოს ხაზები აქვთ შემორჩენილი. ასოთა მოხაზულობა ისეთიავეა, როგორც სხვა წარწერებში, მაგრამ საერთო შთაბეჭდილების მიხედვით ეს უფრო წვრილი და მომაღლო ასოებით ყოფილა შესრულებული. ასოების კუთხეებიც მეტად არის გამოკვეთილი. წარწერები შესრულებულია გამართული, წიგნიერი ბერძნულით.
Date: I-II AD (lettering)
Findspot: ძალისა 1973-76 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგაც სოფ. ძალისში (კლავდიოს პტოლემაიოსის ძალისა) აღმოჩნდა ანტიკური ნაქალაქარი და მოზაიკიანი იატაკი.
Original location:ძალისა
Last recorded location(s): ძალისა
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
მოხსენიებულ იქნას პრისკოსი, ამის გამკეთებელი
Translation (ka)
დიონისე არიადნე აგლაია ქარიტი
Translation (ka)
ლაიდასი პრისკოსი
Commentary
1973-76 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად სოფ. ძალისში (კლავდიოს პტოლემაიოსის ძალისა) აღმოჩნდა ანტიკური ნაქალაქარი, რომლის ნაგებობათა რთული კომპლექსის ტრიკლინიუმის იატაკი დაფარულია მოზაიკით.
მოზაიკური იატაკის ცენტრალურ ნაწილში პირით დარბაზში მყოფთა მიმართ, ოთხკუთხოვან ჩარჩოში გამოყვანილია ბერძნული მოსახსენიებელი წარწერა, მასში მოხსენიებულია ვინმე პრისკოსი. ვინაა პრისკოსი, ამას დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, მაგრამ რადგან წარწერა ასე საგულდაგულოდ და გამოსაჩენ ადგილას არის გაკეთებული, საფიქრებელია, რომ ის არის სახსრის გამღები და ინიციატორი ამ საქმის (მოზაიკის დაგების), შესაძლოა, სულაც პატრონი ამ სასახლის.
ტრიკლინიუმის დანარჩენი წარწერები შესაბამის გამოსახულებებთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, სამი ქარიტი (აგლაია, ევფროსიე, თალეია) იყო გამოსახული როგორც დიონისეს მხლებლები. დანარჩენი ორი ქარიტის წარწერა აღარ ჩანს. არ ჩანს სხვა გამოსახულებების (დიონისეს მხლებლების - პანის, მენადების) წარწერები. საფიქრებელია, რომ ისინიც იყო.
ტეპიდარიუმში შემორჩენილია ორსტრიქონიანი წარწერა. წარწერაში სავარაუდოდ იკითხება ორი საკუთარი სახელი Λαΐδας და Πρεῖσκος. შესაძლოა ამ წარწერაში იყო რამდენიმე პირი დასახელებული, რომელთაც პრისკოსის განკარგულებით გარკვეული სამუშაო ჩაატარეს.
დათარიღება ხდება პალეოგრაფიული მონაცემების (მრგვალი C, Ε, Ο, Θ; ბუნჩატეხილი Α; კუთხეების გამოყოფა წარწერებში) მიხედვით.
ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, მოზაიკა, რომელზედაც წარწერებია გამოყვანილი, III ს-ით თარიღდება (შესაბამისად, ძალისის მოზაიკის ბერძნული წარწერები III ს-ისაა).
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 214-215